Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
21-01-2016, 11:10
ნანახია: 863

Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს

Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს - შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილსა და Tata Sons LTD-ის თავმჯდომარე საირუს მისტრისთან დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საირუს მისტრისი, ინდური სასტუმროების ქსელების სამუშაო ჯგუფთან ერთად, საქართველოს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ საინვესტიციო გარემოს. TATA საქართველოში უკვე ახორციელებს რამდენიმე მსხვილ პროექტს. ამ ეტაპზე tata-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა პარტნიორებთან ერთად 650 მლნ. დოლარს შეადგენს.

 

TATA ჯგუფი მოიცავს 100-ზე მეტ ოპერატორ კომპანიას ბიზნესის 7 სექტორში: კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმიანობა, მასალები, მომსახურება, ენერგეტიკა, სამომხმარებლო პროდუქცია და ქიმიკატები. ჯგუფი მოქმედებს 100-ზე მეტ ქვეყანაში 6 კონტინენტზე. 2015 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 109 მილიარდი ამერიკული დოლარი, სულ დასაქმებული ჰყავს 600 ათასი ადამიანი.