Iverioni
«    იანვარი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
იანვარი 2019 (8)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
22-01-2016, 11:06
ნანახია: 583

ვის სტავაზობს დავით ნარმანია თბილისის ზღვაზე მწვანე ქალაქის განაშენიანების პროექტში ჩართვას?

თბილისის მერი, დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქალაქის მერი შეხვედრებს სლოვაკეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საპროექტო არქიტექტორულ ორგანიზაციებთან და საბანკო-საფინანსო სექტორების წარმომადგენლებთან მართავს.

 

დავით ნარმანიასთან ერთად ბრატისლავაში გამართულ შეხვედრებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძეც ესწრება. ვიზიტის მთავარი თემა თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქალაქის განაშენიანების პროექტს - „ეკო გრინ სითი“-ს უკავშირდება.

 

„ჩვენ ვისაუბრეთ, როგორც პოტენციურ საპროექტო ორგანიზაციებთან, ასევე, საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ვინც აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროექტის განხორციელებაში, რათა ჩვენი ქალაქისათვის, მართლაც, მნიშვნელოვანი პროექტი მივიღოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასეც იქნება. პროექტი, ერთის მხრივ, იქნება ინოვაციური და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქისთვის, ისე საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

 

ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო პროექტის შინაარსს, მის პერსპექტივებსა და ქართული მხარის როლს სლოვაკური, მოცულობითი ინვესტიციების განხორციელების პროცესში. სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო ეკონომიკური კავშირების გაძლიერება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის, ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.