Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
22-01-2016, 11:08
ნანახია: 719

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

 

მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსშიგაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეულიპროგრესი შეაფასეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობაგადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. 

 

„ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა საქართველოს პრემიერი-მინისტრთან. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, მას შემდეგ რაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა მე მას ვიცნობდი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, დღეს კი მომეცა შესაძლებლობა გამეცნო ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ მოახლოებულ ვარშავის სამიტზე. ასევე ვისაუბრეთ მომავალ თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც გაიმართება თებერვალში და სადაც შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა და მე ვგეგმავ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა.