Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
22-01-2016, 14:18
ნანახია: 729

რას მოუწოდებს სახალხო დამცველი პარლამენტს?

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მიმართოს ყველა ზომას ხმაურის, საკანონმდებლო დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ფორმით დასარეგულირებლად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გასათვალისწინებლად.

 

"საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს თბილისში, აგლაძის ქუჩის მცხოვრებთა კოლექტიურ განცხადებას, რომელსაც 343 პირი აწერს ხელს. განცხადებაში აღწერილია სამრეწველო და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა. 

 

აღნიშნული პრობლემის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ იქნა საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის" თაობაზე და ის შესული იყო პარლამენტის მიმდინარე სესიის დღის წესრიგში. მოგვიანებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვაზე პასუხად, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე კანონპროექტი გამოთხოვილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური უწყებების განსხვავებული პოზიციების გამო, რაც უკავშირდებოდა "ხმაურის" დეფინიციის განსაზღვრას, განგრძობადობას, ასევე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

 

ჯანმრთელობის ფუძემდებელი პირობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი გარემოს არსებობა. ხმაურით დაბინძურება ხელს უშლის ასეთი გარემოს სრულყოფილად ჩამოყალიბებას. გარემოს ხმაურით დაბინძურება წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს ხმაურის რეგულირების საკითხის მჭიდრო კავშირს ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებთან", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში და იქვე ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და არღვევს ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებს.

 

"აღნიშნული ვითარება დაუყოვნებლივ საჭიროებს გამოსწორებას. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს აღნიშნულ წინადადებას და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს ხმაურის რეგულირების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.