Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
22-01-2016, 14:29
ნანახია: 881

გიორგი ვაშაძე: ეკონომიკაში კრიზისული სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება!

,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას ხელისუფლება არაფერს უპირისპირებს. მისი თქმით, ენმ მთავრობას საკუთარი გეგმის გაცნობას ამაოდ სთავაზობს. დეპუტატი აცხადებს, რომ არსებული მტავრობა უნდა წავიდეს და მოვიდნენ პროფესიონალები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება.

 

"ეკონომიკაში კრიზისული სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება. სწორედ ამის შედეგია ლარის კურსი.  ამას ყველაფერს მთვრობა უპირისპირებს არაფერს, უნიათობას, უმოქმდებოას. თანამშრომლობაზე შემოთავაზები მივიღეთ ახალი პრემიერ მინისტრის მხრიდან, შევთავაზეთ კიდეც შეხვედრა, ჩვენი გეგმის გაცნობა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ისმის. სამწუხარო ის არის, რომ ამით უფროდა უფრო უმძიმდება მდგომარეობა საქართველსო მოსახლეობას. გამოსავალი არის ერთადერთი მთავრობა რომელიც არაფერს არ აკეთებს ხალხისთვსი და რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, უნდა წავიდეს უბრალოდ და უნდა მოვიდნენ პროფესიონალები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

შეგახსენებთ, აშშ დოლართან მიმართებაში, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.4445 ლარი ღირს. გუშინ დოლარის ღირებულება 2.4317 ლარი იყო.

 

რაც შეეხება ევროს კურსს, სებ-ის ინფორმაციით, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6635 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ კი მისი ღირებულება 2.6583 ლარი იყო.