Iverioni
«    იანვარი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
იანვარი 2019 (8)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
23-01-2016, 12:11
ნანახია: 556

უაქციზო სიგარეტის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, მოქალაქე აშრაფ ალიევი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე რელიზაციის მიზნით შემოიტანა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი.

 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 10 წლამდე.