Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
23-01-2016, 12:25
ნანახია: 690

გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება, თუმცა საგანგაშო ნიშნულს არ აღწევს. მედიკოსები მოუწოდებენ მოქალაქეებს დაიცვან ჰიგიენის და სხვა სახის შესაბამისი რეკომენდაციები.

 

არსებული ვითარება ჟურნალისტებთან ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ შეაფასა და თქვა, რომ წინა კვირის მონაცემებით 100 ათას მოსახლეზე 245-250 ავადობის მაჩვენებელი იყო. ამ კვირის მონაცემებით 273. მისივე ინფორმაციით, სიკვდილიანობის ლაბორატორიულად დადასტურებული 4 შემთხვევაა. აღნიშნული შემთხვევიდან სამი H1N1 ვირუსის შედეგად მოხდა, ერთი შემთხვევა კი H3N2-ის შედეგად. 

 

გამყრელიძის განცხადებით, ოთხივე შემთხვევაში დაავადების მკურნალობა დაწყებული იყო დაგვიანებით. კერძოდ, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას მე-4-მე-5 დღეს მიმართეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა საზოგადოებას, გრიპის პირველივე სიმპტომების დაწყებისთანავე მიმართონ ექიმს.

 

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების შემთხვევები რეგიონებში თანაბარია. 

 

პრესკონფერენციაზე, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ H3N2-ის ვირუსის შედეგად გარდაცვალების ფაქტიც დაფიქსირდა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა გრიპის რომელი ვირუსით იქნება დაავადებული პაციენტი, მან დროულად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. 

 

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ დაფიქსირებულია ლაბორატორიულად შემოწმებული გრიპის ვირუსის 83 შემთხვევა, მათგან H1N1 არის 80, სამი შემთხვევა კი H3N2.