Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
24-01-2016, 12:40
ნანახია: 722

რომან გოცირიძე: მთავრობამ ან 600-700 მილიონი ლარით უნდა შეამციროს ბიუჯეტი, ან გაექცევა პროცესები ხელიდან!

ეკონომიკის ექსპერტი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ლარის გაუფასურება აზერბაიჯანის ვალუტის გაუფასურებას გამოეწვია.

 

მისი შეფასებით, მთავრობამ ძველ ხერხს მიმართა და კვლავ საგარეო ფაქტორებზე უნდა ყველაფრის გადაბრალება.

 

ექსპერტი გამოსავალს ბიუჯეტის 600-700 მილიონი ლარით შემცირებაში ხედავს.

 

,,მთავრობამ ძველ ხერხს მიმართა და კვლავ საგარეო ფაქტორებზე უნდა ყველაფრის გადაბრალება. აზერბაიჯანის ვალუტის გაუფასურებამ იქონიაო ლარზე გავლენა. არაა ეს სწორი. თუ რაიმე გავლენაა, ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვლინდება და არა ორიოდე კვირაში. მიზეზი ქვეყნიდან ვალუტის დიდი ოდენობით სეზონური გადინებაა იმ საქონლის შესაძენად, რომლის ნაწილის ჩანაცვლება სავსებით შესაძლებელი იყო(მაგ. ელექტროენერგიის იმპორტის). თუმცა ეს ყველაფერი კერძო შემთხვევებია. მთავარი კვლავ არსწორი ეკონომიკური პოლიტიკაა თავისი უზომოდ შეუსაბამო ბიუჯეტით.

 

ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის ზრდა ნულამდე დაიყვანა. მინუსშიც კი არის გადასული. მთავრობამ ან 600-700 მილიონი ლარით უნდა შეამციროს ბიუჯეტი, ან გაექცევა პროცესები ხელიდან”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა - ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თითქმის 2 ლარსა და 47 თეთრს აღწევს. კომერციულ ბანკებში ეს მონაცემები გაცილებით მეტია.