Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (8)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
25-01-2016, 11:00
ნანახია: 616

რას ითხოვს ოპოზიცია?

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მთავრობის დასწრებას და დებატების ფორმატს ითხოვს. პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის თარიღისა და ფორმატის შესახებ საგაზაფხულო სესიის ბიუროს პირველ სხდომაზე იმსჯელებენ.

 

"პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა. მით უმეტეს, ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ეკონომიკურ მდგომარეობას, სხვა საფრთხეებს, რუსეთთან ურთიერთობას, "გაზპრომს", თამაშებს, რომელიც მთავრობამ წამოიწყო. რა თქმა უნდა, საინტერესოა მისი მოსაზრებები. მთავრობა უნდა დაესწროს კიდეც, მოისმინოს კიდეც და რაღაც უნდა გააკეთოს. იმ ვითარებაში, როცა ხალხს ასე უჭირს, მთავრობა არ უნდა ამბობდეს, რომ არაფერი ხდება", - განუცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს.

 

საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას იზიარებს ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩიც".

 

"სასურველია, რომ მთავრობა დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა. ფორმატს რაც შეეხება, მნიშვენლოვანია რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ იყოს დებატები ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე და პრობლემაზე, რომელიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე. ცხადია, პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური პრობლემები. მე მგონია, მოსახლეობისთვის საინტერესოა მოისმინო სხვადასხვა პოზიცია, რომელიც არსებობს და მათ შორის, მოისმინოს პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჯაფარიძემ.