აიკრძალება თუ არა სესხების დოლარში გაცემა?

აიკრძალება თუ არა სესხების დოლარში გაცემა?

ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ბანკებისთვის დოლარში სესხების აკრძალვის თაობაზე კონკრეტულ პასუხს თავს არიდებს.

 

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. თუმცა, კონკრეტული პასუხის გაცემა მინისტრ ქუმსიშვილს დღეს არ სურს.

 

„დოლარში გაცემული სესხების აკრძალვა ძალიან ძნელად წარმომიდგენია. ჩვენი ამოცანაა, რომ ბანკებს გავუჩინოთ სახსრები ლარში. აიკრძალება თუ არ აიკრძალება სამომხმარებლო სესხების დოლარში გაცემა, ამაზე პასუხს დღეს არ გაგცემთ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: