Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (11)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
28-01-2016, 11:53
ნანახია: 182997

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შსს-მ ბაკურიანში ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ნატალია ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაკურიანში დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა ნატალია ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის კუთვნილი ავტომანქანით ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პოლიციამ ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - მეტამფეტამინი ამოიღო. დაკავებულს შემოწმებისას ნარკოთრობა დაუდგინდა. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).