რას აცხადებს გიგა ბოკერია გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე?

რას აცხადებს გიგა ბოკერია გარდაბანში მიმდინარე არჩევნებზე?

გარდაბანში, მე-6 უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირებელ, გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ მომენტისთვის უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა უბნის გარეთ რამდენიმე ათეული მანქანის მოძრაობა შეიმჩნევა, რაც პოტენციური პრობლემაა.

 

„უბნის შიგნით სრული სიმშვიდეა და იმედია ასე გაგრძელდება, მაგრამ უბნის გარეთ, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ათეული მანქანა მოძრაობდა, რომელთაც საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ყველა ნიშნით ისინი ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდები არიან. ეს გამოიყურება როგორც პოტენციური პრობლემა, ამიტომ მინდა მოვუწოდო მთავრობას, კანდიდატს, შტაბს, რომ ჯობია ამ ტიპის ჯგუფების მოძრაობისგან თავი შეიკაონ და თუ რამე გეგმები აქვთ, ამაზე უარი თქვან,“ – აცხადებს ბოკერია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: