Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
28-01-2016, 12:05
ნანახია: 756

საქართველოში 7-9 სექტემბერს ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართება

პირველად საქართველოში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია გაიმართება.

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით, მადრიდში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა.

 

გიორგი ჩოგოვაძემ და თალებ რიფაიმ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კონფერენცია საქართველოში 7-9 სექტემბერს გაიმართება.

 

კონფერენციას თავად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მსოფლიოს წამყვანი ღვინის რეგიონებიდან ექსპერტები, მსხვილი ტურ ოპერატორები და ტურიზმის მინისტრები და საერთაშორისო მედიის წარომადგენლები დაესწრებიან.

 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვედრის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე ესპანეთის დედაქალაქში ტურიზმისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ მინისტერიალს დაესწრო. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე 80-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია იყო წარმოდგენილი. მინისტერიალზე ტურისტებისათვის უსაფრთხო მოგზაურობის შექმნის საკითხები განიხილეს.