Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
28-01-2016, 13:51
ნანახია: 631

თინა ხიდაშელმა სანდრო გირგვლიანის ხსოვნას პატივი მიაგო

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა მოადგილესთან, ანა დოლიძესთან და მრჩეველთან, მაია ქავთარაძესთან ერთად კიდევ ერთხელ მიაგო პატივი, სანდრო გირგვლიანის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო. საბურთალოს სასაფლაოზე, სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად, ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველიც მივიდა. 

 

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის სიკვდილმა საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა.

 

„ძალიან ბევრი წელია, ჩვენ აქ მოვდივართ ბევრი რამის ნიშნად. პირველ რიგში, მწუხარების გამოსახატავად, ამავე დროს იმის საჩვენებლად, რომ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სახელმწიფოში არ უნდა განმეორდეს ამბავი, რომელიც საქართველოში 27 იანვრის ღამეს მოხდა, არასდროს შეიძლება სახელმწიფო ისეთი ყრუ და მუნჯი იყოს, როგორც იმ წლების განმავლობაში იყო. სანდრო გირგვლიანის საფლავი არის ნიშანი იმისა, სახელმწიფო გაქვს თუ არ გაქვს. ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა. გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს ხედავდა სარკეში. ამიტომ, ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, სპეციფიკურად მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე არასდროს დაგვავიწყდეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

ანა დოლიძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საზარელმა მკვლელობამ საქართველოს ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

 

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რას შეეწირა სანდრო გირგვლიანი და როგორ შეიტანა ამ ტრაგიკულმა ამბავმა საქართველოს ისტორიაში წვლილი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.