"რესპუბლიკური პარტია" მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლს, სახელწოდებით, “ღია საუბარი რესპუბლიკელებთან” იწყებს

"რესპუბლიკური პარტია" მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლს, სახელწოდებით, “ღია საუბარი რესპუბლიკელებთან” იწყებს

29 იანვარს, 14 საათზე, ქალაქ თელავში, სასტუმროში „ალაზნის ველი“ , "რესპუბლიკური პარტია" საკუთარ მხარდამჭერებს და მოსახლეობას შეხვდება.

 

როგორც პარტიაში აცხადებენ, პარტია იწყებს შეხვედრების ციკლს, სახელწოდებით, “ღია საუბარი რესპუბლიკელებთან”, რომლის ფარგლებშიც, ასეთი ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

 

შეხვედრას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. სიტყვით გამოვა საგარეჯოს მაჟორიტარი, თამარ ხიდაშელი და მასთან ერთად რესპუბლიკური პარტიის კახეთის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები: ზვიად ყვირალაშვილი და ზაქრო ქინქლაძე.

 

“გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი საჯარო შეხვედრა ჩავატაროთ რეგიონებში. ერთია, რაზე ვესაუბრებით მოსახლეობას ტელეეთერებიდან, მაგრამ უშუალო კონტაქტს და კომუნიკაციას ადგილებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, -აცხადებს ხათუნა სამნიძე.

 

პარტიაში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირება და მათთან ერთად რეგიონში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა. ხალხი და თვითმმართველობა, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, განათლება და ახალგაზრდობა, ეს ის თემებია, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად განიხილავენ, გაიმართება დისკუსია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: