Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
28-01-2016, 14:02
ნანახია: 740

რატომ უპირისპირდება ზურაბ ზვიადაური ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს?

„ვფიქრობ, ძიუდოს ფედერაციაში დაბრუნდა და ბრუნდება 1990-იანი წლები,“ - ეს განცხადება პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრმა, ზურაბ ზვიადაურმა, დღეს პარლამენტში, სპორტის კომიტეტის სხდომაზე „სპორტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას გააკეთა.

 

„ყველასთვის გასაკვირი იქნება, რომ მე ამ განცხადებას ვაკეთებ, რადგან ცოტა ხნის წინ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ფედერაციაც საუკეთესოდ დასახელდა, რაც კარგია და ვაღიარებ, რომ ის წარმატებული ფედერაციაა, მაგრამ ფედერაცია წარმატებული იმ ბიჭებით არის, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია. მინდა, რომ ვისაც გული შესტკივა ძიუდოს სამყაროზე, ასევე სპორტის სამინისტროს და მინისტრს ვთხოვოთ და მოვთხოვოთ, რომ ყურადღება მიაქციონ და გადახედონ იმას, თუ რა ხდება ძიუდოს სამყაროში,“ - აცხადებს ზვიადაური.

 

როგორც მან აღნიშნა, წუხელ, ძიუდოისტებს შეხვდა და მან მათგან ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე გარკვეული ინფორმაციაც მიიღო.

 

„მათ გვერდზე დგომა და ის ელემენტარული პირობები სჭირდებათ, რაც ჩვენ 1990-იან წლებში გვაკლდა. დღეს ვფიქრობ, რომ 1990-იანი წლები დაბრუნდა და ბრუნდება, ვინაიდან ამის თაობაზე სპორტსმენების გულის ტკივილი მოვისმინე,“ - აღნიშნავს ზვიადაური.

 

ზვიადაური მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და სპორტსმენებს შორის დამოკიდებლება გაასაჯაროვონ.

 

„ელემენტარული პირობები არ არის. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იმ ნაკრებს გათბობას არ ურთავს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. ყველას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეც, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ, მას დღესვე დაუძახონ და გაარკვიონ, თუ რა ხდება და რატომ არის მსგავსი მდგომარეობა. ბიჭები, რომლებიც შეკრებას გადიოდნენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სახლებში გაუშვა, ოთხი დღე არ დატოვა და მათ უთხრა, რომ სახლებიდან ეარათ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის. ბატონო შოთა, თქვენ ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყავით და იცით, თითოეული დღე როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიური წელია,“ - მიმართა შოთა ხაბარელს ზვიადაურმა.

 

„სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს, რომლის მიხედვით, განისაზღვრება საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სამართლებრივი ფორმა - ის იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. გარდა ამისა, სპორტული ფედერაციის უმაღლეს ორგანოდ განისაზღვრა ყრილობა, რომლის შემადგენლობაში წევრთა არანაკლებ სამი მეოთხედს უნდა წარმოადგენდნენ სპორტული ორგანიზაციები. გარკვეული პირობები დგინდება ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ. კერძოდ, ის შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და არ არის ნასამართლევი.