ახალი ავტობუსების შემოსაყვანად თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

ახალი ავტობუსების შემოსაყვანად თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ ახალი ავტობუსების შემოსაყვანად 22 იანვარს ტენდერი გამოაცხადა. მისი განმარტებით, დაინტერესებულ მწარმოებელ კომპანიებს აქვთ 45-დღიანი ვადა, რათა შემოიტანონ განაცხადები.

 

დედაქალაქის მერი არ აკონკრეტებს, რამდენი განაცხადია შეტანილი ამ დრომდე, თუმცა მიიჩნევს, რომ საკმაოდ კარგი კონკურენცია იქნება.

 

,,შევარჩევთ ღირსეულ კომპანიებს, რომელიც გრძელვადიან პერიოდზე გათვლილ ავტობუსებს მოგვაწვდის. შესაბამისად, იქნება ასევე კონკურენტული ფასი", - განაცხადა ნარმანიამ.

 

შეგახსენებთ, თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხს გამოიყენებს. აღნიშნული თანხით თბილისში 150 ახალი ავტობუსი უნდა შემოვიდეს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: