რაშია დარწმუნებული თინათინ ხიდაშელი?

რაშია დარწმუნებული თინათინ ხიდაშელი?

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

 

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მანდატის ფარგლებში აგვისტოს გარდა სექტემბერ-ოქტომბერში მომხდარი ფაქტებიც განიხილება.

 

„სამწუხაროდ, ეთნიკური წმენდა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა „სამხრეთ ოსეთში“, იყო, სწორედ, აგვისტოს ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ - როცა ადამიანების სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა და ყველაფერი გააკეთა იქ მყოფმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომ გაედევნათ მოსახლეობა „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიიდან. სოფლებს ბულდოზერებმა გადაურა, სწორედ, იმ მიზნით და იმ მოსაზრებით, რომ ქართველებს დასაბრუნებელი აღარ ჰქონოდათ. ამიტომ, მისასალმებელია და ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომის შემდგომი პერიოდი - სექტემბერი და ოქტომბერიც განისაზღვრა მანდატის ფარგლებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როგორც იქნა, ერთხელ და სამუდამოდ, ყოველგვარი სპეკულაციების დასრულების შესაძლებლობა ჩნდება ამ გამოძიებით. დარწმუნებული ვარ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აგვისტოს ომზე სიმართლე დადგინდეს და ეთნიკური წმენდა, ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც ქართველების წინააღმდეგ ჩაიდინეს, საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურებულად გამოცხადდეს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: