Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
29-01-2016, 10:45
ნანახია: 782

რას მოითხოვს პრემიერ-მინისტრი?

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა,რომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის საქართველოში მსუბუქი სასჯელებია გათვალისწინებული.

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ დანაშაულზე ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში რეგულაციები უფრო მკაცრია.

 

,,მინდა ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, რომ იქნებ გადახედოთ, რას ითვალისწინებს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჩვენი კოდექსი. რამდენადაც ვიცი, იქ არის ფულადი ჯარიმები, თუ სხვა ასეთი საკმაოდ მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული. იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე", - განაცხადა პრემიერმა.