Iverioni
«    მაი 2023    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
მაისი 2023 (3)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
29-01-2016, 12:59
ნანახია: 236814

25 მლრდ დოლარად 118 Airbus-ს ირანი საფრთანგეთისგან შეიძენს

ირანის ოფიციალური პირებმა, პარიზში პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 118 Airbus-ის შეძენის შესახებ. გარიგების შესახებ ცნობილი გახდა როუჰანის და ფრანსუა ოლანდის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

 

კონტრაქტის მიხედვით, ირანი საფრანგეთს 25 მლრდ. დოლარს გადაუხდის.

 

ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ირანთან ახალი ურთიერთობები დამოკიდებულია თეირანის მიერ „ბირთვული გარიგების“ შესრულებაზე. როუჰანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დაიცავს აღებულ ვალდებულებებს.

 

ასევე ცნობილი ხდება რომ ფრანგული კომპანია Peugeot ირანში ავტომობილების წარმოებას დაიწყებს, ხოლო ენერგეტიკული გიგანტი Total-ი ირანისგან ნავთობს შეიძენს.