Iverioni
«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ივნისი 2019 (9)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
2-02-2016, 11:26
ნანახია: 1276

რომან გოცირიძე: იანვრის ბიუჯეტის შესრულება ცუდ სიგნალებს იძლევა!

"იანვრის ბიუჯეტის შესრულება ცუდ სიგნალებს იძლევა" - აცხადებს ეკონომიკური ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

 

მისი თქმით,  შემოსავლები საკმაოდ მწირია, საგადასახადო შემოსავლები კი თითქმის იმდენივეა, რაც გასულ წელს, მაშინ როცა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ეს უკანასკნელი საკმაო ზრდითაა დაგეგმილი.  

 

”თვის იმ პერიოდში, როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო, ბიუჯეტიდან 121 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე შემოვიდა.  ყოველივე ეს ეკონომიკურ უძრაობაზე მიუთითებს. ახლა ლარმა გაუფასურება შეწყვიტა და თვითდამშვიდებას მიეცემიან. როცა გაუფასურება მოხდება, ფაციფუცს იწყებენ და უფრო მეტ შეცდომას უშვებენ. 

სასწრაფოდ განსახორციელებელია ბიუჯეტის სეკვესტრი 600 მილიონი ლარის ოდენობით. ეს არის მთავრობისა და პარლამენტის პასუხისმგებლობა და მისი სხვა გზით, თუნდაც ეროვნული ბანკის ძალისხმევით კომპენსირება შეუძლებელია”, - აცხადებს გოცირიძე.