ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველომ ერთი პოზიციით უკან დაიხია

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველომ ერთი პოზიციით უკან დაიხია

2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილს იკავებს და უმეტესად თავისუფალი ქვეყნების სიაშია. Heritage Foundation-ის მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 72,6-ია, რაც წინა წელთან შედარებით 0,4 ქულით შემცირებული მაჩვენებელია.

 

ევროპის რეგიონში საქართველო მე-12 პოზიციაზეა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს სარეიტინგო ქულა 3,2 ნიშნულით გაუმჯობესდა. გასულ წელს საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილს იკავებდა, რეგიონში კი მეთერთმეტე. 

 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებს შემდეგი ოთხი კრიტერიუმით აფასებს, - კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი.

 

Heritage Foundation-ის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა რუსეთში ეკონომიკურმა ვარდნამ და ნავთობზე შემცირებულმა ფასებმა, რამაც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, ქვეყნის ვალუტის დოლარის მიმართ, 30 პროცენტით გაუფასურება გამოიწვია. „საქართველოში 2008 წელს, რუსეთი შეიჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დაკავება გააგრძელა. 2012 წლის არჩევნებში მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ "ქართული ოცნება" დაამარცხა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". საქართველოში ქვეყნის დასაქმებული მოქალაქეების ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ მრეწველობის სფეროშია დასაქმებული“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებს შემდეგი ოთხი კრიტერიუმით აფასებს, - კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: