ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

უწყების ინფორმაციით, ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად, მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერებისა და ურთიერთანამშრომლობის კუთხით ევროპელ კოლეგებთან ერთად, ერთობლივ პროექტებზე მუშაობა გადაწყდა. ბასკეთის მერმა კოლეგებს თავისი გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა შემდგომში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: