თამაზ ახობაძე: „ოცნება“ გამოფხიზლდი და შეასრულე შენი მოვალეობა!

თამაზ ახობაძე: „ოცნება“ გამოფხიზლდი და შეასრულე შენი მოვალეობა!

   ა/ო "გაერთიანებული საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ ახობაძე თბილისში დაგეგმილ რეკონსტრუქციას ეხმიანება და ამბობს, რომ მისასალმებელია რაღაც ახლის გაკეთება, ძველის შეკეთება, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუ რეალური შედეგი დადგება და არსებული პრობლემები მოგვარდება.

 

   -"გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს რეკონსტრუქციას: აღმაშენებლის გამზირის, ზაარ ბრუკენის მოედნის და მშრალი ხიდის. ნამდვილად მივესალმებით ამ წამოწყებას, მაგრამ არის ერთი უდიდესი პრობლემა და საზოგადოებას უჩნდება კითხვა:გაკეთებული რატომ უნდა დაინგრეს და რატომ უნდა აშენდეს თავიდან ?! როდესაც პლეხანოვის ქუჩები სავსეა ავარიული სახლებით!!! როდესაც ვაგზლის მოედანს სჭირდება მოწესრიგება და მრავლადაა თბილისში ასეთი ქუჩები, რომელიც საჭიროებს რეკონსტრუქციას. საუბარი ხომ აღარ გვაქვს გარეუბნებზე.... თქვენ, ბატონებო, თუ გგონიათ, რომ ტურისტები მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე დადიან ძალიან ცდებით! გარდა ამისა თქვენ პირველ რიგში უნდა ზრუნავდეთ საკუთარი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე და შემდეგ სხვა დანარჩენზე!   ვერავინ ვერ დამაბრალებს "ნაციონალური მოძრაობის" ქომაგობას და არც ვიცავ მათ ინტერესებს! მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და მხოლოდ ჩემი სამშობლოსა და თანამოქალაქეებისთვის მინდა სიკეთე! აქედან გამომდინარე მიჩნდება პროტესტის გრძნობა და არ მინდა აშენებული დაინგრეს, როცა ბევრი დანგრეულია ასაშენებელi!

 

  "ოცნება"გამოფხიზლდი და შეასრულე შენი მოვალეობა! ნუ გავიწყდებათ რომ, ამდენი სოციალურად დაუცველი, უმუშევარი და იპოთეკით დაზარალებული მაცხოვრებელი გვყავს! ყოვლადგაუსაძლისი  მდგომარეობაა და თქვენ შეგიძლიათ ეს თანხები სწორად გამოიყენოთ და თუ მაინც და მაინც ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ფიქრობთ და ზრუნავთ ნუ დაანგრევთ აშენებულს! ააშენეთ დანგრეული !" 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: