სოსო ცინცაძე: “რატომ ვაწყობთ თავგადასავლებს საკუთარ უკანალებზე?!“

სოსო ცინცაძე: “რატომ ვაწყობთ თავგადასავლებს საკუთარ უკანალებზე?!“

“ივერიონს“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა

 

-ბატონო სოსო, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ მისი ცდა, დაწყებულიყო პარლამენტში იმ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა, რომელიც განსაზღვრავდა ქორწინების, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს, , კრახით დარულდა. აქედან გამომდინარე, თუ 200 000 ხელმოწერა შეგროვდება, შესაძლოა ცესკო-მ რეფერენდუმი დანიშნოს, რათა პასუხი გაეცეს შეკითხვას, არის თუ არა ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. თქვენი აზრით, იქნება თუ არა ეს რეფერენდუმი ამ პრობლემის გადაჭრის გზა, როცა საკონსტუტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის, რომელიც ოჯახს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირად აღიარებს?

 

-რეფერენდუმის ჩატარება და ამ თემით აჟიტირება საჭიროდ არ მიმაჩნია. უფრო მეტიც, ვიღაც მაცაცოს გამო ატეხილი აურზაური პროვინციალიზმია!

 

 ჩვენი მოსახლეობის, დაახლოებით, 0,00000000%-ს თუ გაუგია, ვინ არის  ეს მაცაცო. დღეს  ყველას გააგებინეს - აგერ საპატრიარქო გამოდის, ამ მაცაცოს დაცვა დაუნიშნეთო, ახლა რეფერენდუმიო... ამგვარი  აჟიტირებით მეტ პოპულარობას იძენს ეს თემა და ხალხი იფიქრებს, უი, რა აქტუალური ყოფილა ეს საკითხი, რახან რეფერენდუმამდე მივიდა საქმეო.

 

აზერბაიჯანული ანეკდოტისა არ იყოს, საკუთარ უკანალებზე ვაწყობთ თავგადასავლებს?

 

ინგლისში, მხოლოდ 2015 წელს,  ერთსქესინი ოჯახების 15 000 ათასმა ოჯახმა იშვილა ბავშვი. ინგლისის ინტელექტუალურმა საზოგადოებამ კი თქვა,  ეს კატასტროფაა, რადგან ასეთი მშობლების შვილი  არაჯანსაღი ფსიქოლოგიით იზრდებაო. აუხსენით 5-6  წლის ბავშვს, რომელია მამა და რომელი დედა, ამ ორ კაცს შორის.

 

სანდრო ბრეგაძეს ვურჩევ, დრო და ძალისხმევა სერიოზული საფრთხეების აღმოფხვრას მოანდომოს, მაგალითად, რეფერენდუმი ნეპოტიზმის წინააღმდეგ ჩაატაროს, რათა მთავრობის პირთა სიძე, დისშვილი, მაზლი და მამიდა დაუმსახურებლად არ ინიშნებოდნენ თანამდებობებზე.

 

 

                                                      ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: