ზვიად ყუშიტაშვილი: ბატონო ლეონიდ! არ მჯერა თქვენი და მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო თქვენში!

ზვიად ყუშიტაშვილი: ბატონო ლეონიდ! არ მჯერა თქვენი და  მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო თქვენში!

   არასამთავრობო ორგანიზაციის "ქართველი ემიგრანტები" თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი პარტია "ბედნიერი საქართველოს" ლიდერს ლეონიდ ჩერნოვეცკის საჯაროდ მიმართავს:

 

   -"ბატონო ლეონიდ, "საპასუხო პოსტით" თქვენ უკვე შემოხვედით ჩემთან დისკუსიაში. მთავარი ის კი არ არის, თქვენ ჩემთან სასაუბროდ მოიცლით თუ არა, გაცილებით მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკაში შემოსვლისა და "ბედნიერი საქართველოს" შექმნის პრეტენზიის მქონე პერსონა დისკუსიაში შევიდეს, ღიად ელაპარაკოს ხალხს. მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მივესალმები და მიხარია თუნდაც სამი ადამიანის ნააზრევის თქვენს მიერ შეფასება-დაფასება-ანაზღაურება, რამაც იმედი მაქვს გააუმჯობესა მათი სოციალური სტატუსი და გაზარდა მათი აქტივობის მოტივაცია. მე გამაოგნა და აღმაშფოთა თქვენს მიერ თქვენმა "სწორმა მარკეტინგულმა გათვლამ" - იმისთვის, რომ შექმნათ წინასაარჩევნო პლატფორმა და პროგრამა პრაქტიკულად ჩაატარეთ ფართომაშტაბიანი ბრეინსტორმინგი, აქ აღარაფერს ვამბობ და არ განვიხილავ კონკურსის თქვენს მიერ შემოთავაზებულ, უფრო სწორად სრულებით ბუნდოვან წესსა და წარმოდგენილი წინადადებების შერჩევის კრიტერიუმებს. 

 

   ბატონო ლეონიდ! მე, როგორც, ჩვენი ქვეყნის ერთი მოქალაქე ღიად გიცხადებთ, რომ არ მჯერა თქვენი, არ მჯერა თქვენი გულწრფელობის და მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო თქვენს საქართველოს სიყვარულში, ის, რომ 5 წლის წინ დასახლდით საქართველოში, გაქვთ ფეშენებელური ბინა, რომელსაც თქვენივე განმარტებით დიდძალი თანხა დახარჯეთ, სრულებითაც არ ნიშნავს ამ ქვეყნის სიყვარლის გამოხატულებას. თუკი თქვენ გვეჯიბრებით საქართველოს სიყვარულში თანაც აცხადებთ, რომ ჩვენზე (მათ შორის იგულისხმებიან ის ადამიანებიც, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის) უკეთ იცნობთ საქართველოს და მისი მოსახლეობის პრობლემებს, ნუთუ ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარლამენტის მანდატს? ახლა რა გიშლით ხელს, რომ საქმით დაამტკიცოთ საქართველოს სიყვარული და განახორციელოთ ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტები და პროგრამები, რაც შეამსუბუქებს და გაუმჯობესებს ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას. ამავ დროულად მინდა გკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიაში შემოსვლას არ აპირებთ, "ბედნიერი საქართველოს" აშენებას, რომ გვიპრდებით, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე, თუნდაც ერთ რომელიმე ფაქტზე, რაც საზოგადოებას აღელვებს, გამოხატეთ თქვენი პოზიცია?! და საერთოდ, რა იდეოლოგიის მატარებელი ბრძანდებით? კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ,ბატონო ლეონიდ, ნუ მოიცლით ჩემთვის, ნუ შემოხვალთ დისკუსიაში, ელაპარაკეთ ხალხს. თქვენ ახლავე უარს აცხადებთ მოუცლელობის მიზეზით ღია დიალოგებსა და დისკუსიაზე, პარლამენტის იმუნიტეტს რომ მიიღებთ, მერე მოიცლით ვითომ?!.

 

   და კიდევ, ჩვენი დიასპორა მრავალ ქვეყანაშია, ბევრი მათგანისთვის ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობს - მეორე სამშობლოა. ყველა ადამიანის კეთილი ზრახვა მისასალმებელია, მთავარია გაცხადებული ზრახვის მიღმა არ იმალებოდეს სხვა, მიუღებელი სურვილები!!!"

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: