Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
15-02-2016, 12:57
ნანახია: 1669

როგორც ოტია იოსელიანი იტყოდა, ანუ, უგემური კარაქი და მწარე შოკოლადის ფილა!

ჩიორა თაქთაქიშვილის მამის გარშემო ატეხილმა ალიაქოთმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცინიზმის და უსაქმურობის ფაზაში გადავიდა.

 

სამი დღეა იმაზე ქირქილებენ, 75 წლის მოხუცი მართლა კლეპტომანია, თუ მან კარაქი და შოკოლადი ქურდულად „ხელს გააყოლა“(?!)

 

ჩიორა ჩიორად, „ნაცები „ნაციონალებად“, მაგრამ როგორ არ გვრცხვენია, ასეთ „იაღლიში“ კვირის სკანდალურ თემად ვაქციოთ და ბილწსიტყვაობაში ერთმანეთს შევეჯიბროთ.

 

ჩიორას ან, თუნდაც, მამამისის ადვოკატად ვერ გამოვდგები, არ ვიცი, მართლა გადახდა დაავიწყდა, თუ ხელს გააყოლა 75 წლის მოხუცმა, მაგრამ ეს არ არის უბედურება - უბედურება უფრო ის არის, რომ ჩვენ ასე დავეცით და დავხურდავდით - საჭორაო თემა გამოგვიჩნდა და შანსს ხელიდან არ ვუშვებთ, რომ ჩიორაზე („ნაციონალებზე“) ჯავრი ამით ვიყაროთ!

 

სოციალური ქსელი წალეკილია უბინძურესი კომენტარებით. ზოგიერთს ეტყობა მუზა მოეძალა და კაფიას კაფიაზე აცხობს და „ქურდსა“ და ქურდის ასულსაც სატირულ ფერებში წარმოგვიდგენს.

 

რატომღაც არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ასაკოვან კაცს (მითუმეტეს, მოქმედი პარლამენტარის მამას) ისე გაუჭირდა, რომ კარაქი და შოკოლადის ფილა მოიპარა!

 

დავუშვათ და მართლაც ასეა, რატომ გახდა ეს პირობითად წვრილმანი კრიმინალი ასეთი მასშტაბური ალიაქოთის საგანი?! ნუთუ ამაზე მეტი პრობლემა არა გვაქვს ქართველებს, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის მამის „ცელქობაზე“ თუ მის კლეპტომანიაზე ვიქირქილოთ?

 

თქვე კაი ხალხო, იმაზე მაინც ატეხეთ განგაში, ერთსქესიანთა ქორწინებას რომ გვიკანონებენ და სკოლებში ახალგაზრდა თაობის გამრყვნელ საგნებს რომ გვტენიან!

 

როგორც ოტია იოსელიანი იტყოდა, ერს მართლაც გამოთაყვანება სჭირს!

 

ანდრია ლისაშვილი