Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
15-02-2016, 17:34
ნანახია: 1256

ზვიად ნოდია: თუ სოფელში შევასწარით, ესეც კაი ბიჭობა იქნება!

 

ახლახან გამოქვეყნდა მკვლევარ მაიკლ კოფმანის განცხადება, რომ "საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება საკმაოდ არარეალური სცენარია და ამის ნაცვლად "ნატო" ცდილობს საქართველოსთვის ინტეგრაციის სხვა საშუალებები წამოსწიოს წინ და ეს ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი შეღავათებით უზრუნველყოს, რაც, ერთგვარად იქნება მიდგომის - "გაერთიანება, ფაქტობრივი გაერთიანების გარეშე"-ს ასახვა"... ნაცნობი "დროის გაყვანის ტაქტიკაა" (ნატო ცდილობს ინტეგრაციის სხვა საშუალებები წამოსწიოს...) და მეტი არაფერი... 

 

სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ - გამალებით მიმდინარეობს საერთო მსოფლიო სახლის მშენებლობა, ანუ - მსოფლიოს გაერთიანება(ფაქტობრივი გაერთიანების გარეშე)... რუსეთი და ამერიკა მსოფლიოს გაერთიანებაში ურთიერთთანამშრომლობენ, ანუ - საქართველოშიც შეთანხმებულად მოქმედებენ და ფაქტობრივი გაერთიანების გარეშე ერთობლივად ფლობენ საქართველოს. 

 

გამომდინარე აქედან, ზღაპარია მაპი-ნატო და მისთანები, რითაც აშკარაა, რომ ამერიკა(ევროატლანტიკა) იცავს რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს(ასე იყო სსრკ-ს პერიოდშიც; ზვიად გამსახურდიას "მდინარების წინაღმდეგ სვლის" პერიოდშიც; ახლაც და მერეც ასე იქნება...) და "ვზაიმნა" რუსეთიც - რუსეთს არ აწყობს(ისედაც მისი...) საქართველოს აბორდაჟით თრევა, ორივეს ერთად კი - ძლიერი და ნეიტრალური საქართველო! 

 

ანუ - ეს 25 წლიანი სტაგნაცია საქართველოისა - ორივეს ბრალია; უფრო სწორად - გლობალისტური მსოფლიო წესრიგის ბრალი. 

 

ამით სარგებლობენ მათი გავლენის აგენტები, მარიონეტები, ანტიქრისტეს რაზმი. უბრალო(მთლად "უბრალოც" არა, რამეთუ შეუგნებლად ასხამენ წყალს ამა თუ იმ წისქვილზე) ხალხი კი - ამაოდ ჭამს ერთმანეთს - დასვლეთიდან ან ჩრდილოეთიდან მზის ამოყვანის შესახებ!

 

ბოლო-ბოლო გავაცნობიეროთ, რომ "მოჯადოებული წრის" გარღვევა "მომჯადოებელთა" მეთოდიკით - შეუძლებელია. შევეშვათ ქალაქურ ყოფას და მათი პროგრეს-ცივილიზაცია-საკონცენტრაციო ბანაკის წესებით თამაშს, რადგან არც პოლიტიკურად შეიცვლება რამე, არც მეცნიერულად, არც რელიგიურად, რადგან ათასი წლის სიჩქარით გაგვისწრეს წინ მსოფლიოს დაპყრობაში და პოსტფაქტუმაც არასწორ დასკვნებს ვაკეთებთ... 

 

ღმერთი და სოფელი - ეს უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი. სოფელშიც თუ შევასწარით და საქართველოს ამით მაინც თუ დავეპატრონეთ, ესეც კაი ბიჭობა იქნება, მაგრამ ამაშიც ვაგვიანებთ - ოცნებებს გამოკიდებულობის გამო...