„ნაციონალები“ „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარს აფასებენ

„ნაციონალები“ „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარს აფასებენ

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პარლამენტარმა, სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ვარდების რევოლუციის” მონაპოვარსა და შეცდომებზე ისაუბრა.


რატიანის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანები საზოგადოების უმუშევარ ფენაში აღმოჩნდნენ და მათ დაიწყეს უფლებებისთვის ბრძოლა.მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.


რატიანი ამბობს, რომ ,,ვარდების რევოლუცია” მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ 30 წლიანი ბატონობა დასრულდა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანაში გაბატონებული იყო კორუფცია, სწორედ ამისგან გათავისუფლება იყო ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ყოფილი ხელისუფლებისთვის.

"ქვეყანაში იყო ტოტალური კორუფცია და ვფიქრობ, პირველ რიგში, ამის დამარცხება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება. სახელმწიფო გადაიქცა სახელმწიფოდ. კორუფცია იყო მთავრობაში, პოლიციაში, განათლების სისტემაში. ეს იყო სამარცხვინო ფაქტი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველამ ერთად აღვიდგინეთ ღირსება. ეს იყო ცხადი გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გზა არის გზა დასავლური ცივილიზაციისკენ", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ,,ვარდების რევოლუციიდან” ცხრა წელი გავიდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: