Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
19-02-2016, 16:16
ნანახია: 1976

დავით ქობალია: „ყოვლისმცოდნე“ ექსპერტები და უცხოეთის სამხედრო-სტრატეგიულ ინტერესებს შეწირული „ანაკლია პორტი“!

არ ვიცი მერამდენედ გადავაწყდი, ბატონ გია ხუხაშვილის ირონიულ გამონათქვამს "რად გვინდა სამხედრო პორტი, როცა საკუთარი ფლოტი არ გვყავს?!"

 

ნამდვილად არ მივაქცევდი ამას ყურადღებას, ხუხაშვილი ირიბად რომ არ ეხმიანებოდეს სტატიას _ "თუ საქართველოს გადარჩენა გვინდა, ანაკლია პორტი "ხაზარაძე და კონტი ჯგუფმა" არ უნდა ააშენოს!"

 

ვერ ვიტყვი, ყველაფერს წინასწარ ვგრძნობდი და მე მას  ერთი წლის წინ გავეცი პასუხი-მეთქი, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით.

 

_აი რას ვწერდი, გასული წლის 23 ივლისს "(David Kobalia-მ(ა) გააზიარა ყოველდღიური გაზეთი "რეზონანსი"-(ი)სგან 2015 წლის 23 ივლისი)"  გაზეთ "რეზონანსი"-ს მიერ მოწყობილი სპეციალური პრესკონფრენციის მონაწილეთა შესახებ, ჩემს ფეისგვერდზე:

 

მეგობარმა "ლინკი" გამომიგზავნა მინიშნებით, _ "აუცილებლად ნახე და წაიკითხე!"

 

რა თქმა უნდა მეც ვნახე და წავიკითხე. ისე, კი ჯობდა, არ მენახა და არც წამეკითხა!

 

არც მეტი, არც ნაკლები, გაზეთ რეზონანსის მიერ მოწყობილ პრესკონფერენციაზე _ ქართველ "ჭკვიანთა კრებულს" გადაუწყვეტია რომ, _ "ანაკლიის პორტის მშენებლობა აზრს კარგავს!"

 

თვალებს არ დავუჯერე, რამდენჯერმე წავიკითხე ეს ნაცოდვილარი და მასში ნახსენები ე.წ. "ექსპერტების" სახელი და გვარები მოვნიშნე. 

 

_გია ხუხაშვილი, როგორ არ მსმენია, მაგრამ ემზარ ჯგერენაიას ხსენებამ დამაფიქრა და სანამ ჩემი ნააზრევის ქაღალდზე გადატანას დავაპირებდი, რამდენიმე ჩემს მეგობარს დავურეკე და ვკითხე რა აზრის იყვნენ ამ ორ ადამიანზე, ასე ხელაღებით რომ დაასკვნეს "ანაკლიის პორტის მშენებლობა აზრს კარგავს!"

 

_გია ხუხაშვილზე მითხრეს, რომ იგი კარგად იცნობს პოლიტიკურ კონიუნქტურას და ყოველთვის მისი აქცენტები ამ კონიუნქტურაზეა მიერთებულიო.

 

_რაც შეეხება ემზარ ჯგერენაიას, თურმე ორი ემზარ ჯგერენაიაა ცნობილი მედიასივრცეში და ამიხსნეს _ "ეს ის ემზარ ჯგერენაია არაა, ქართული სუფრა რომ მოთხარა მის თამადიანად და ყველა ქართველი მამაკაცი გეებად მოგვინათლაო!"

 

ცხადია, უმიზეზოდ არაფერი ითქმება,  მაგრამ, მე თვითონ შევეცადე, სხვათა მონაყოლი გადამემოწმებინა. უამრავი მასალა მოიძებნა ბატონი ხუხაშვილის "მოღვაწეობის" შესახებ. 

 

ვერ ვნახე, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სფერო და საკითხი, იგი არ შეხებოდეს. უნდა ვაღიარო, გამაოცა მისმა აქტიურობამ. ოღონდ, აქვე უნდა აღვნიშნო, _ არ ვიცი სხვა საკითხებში როგორი ექსპერტია ბ-ნი ხუხაშვილი, მაგრამ "ანაკლია პორტის" პროექტზე და მის პერსპექტივებზე, მას, ან წარმოდგენა არ აქვს, ან კიდევ, შეგნებულად აუფასურებს ამ მეგაპროექტის მნიშვნელობას და ღირსებას - ცხადია.

 

რაშიც ბ-ნ ხუხაშვილს ვერ შევედავებით, _ ქართულ პორტებზე, საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზაზე, ბოლო წლების ტვირთბრუნვის (როგორც გავიგე, ბ-ნი გიასთვის, საგანგებოდ საინტერესო!) სტატისტიკაა!

 

სამწუხაროდ, ბ-ნი ხუხაშვილის მსჯელობა, დასახელებულ ობიექტებზე ტვირთბრუნვის კლების შესახებ, _ ბათუმს, ფოთს, სუფსას, ყულევს, ჭურიას და ნაბადას ვერ ცდება და არ მეეჭვება, იგი, გულუბრყვილო მკითხველის და ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის პროვოცირებისთვისაა გამიზნული, რომელიც ასე უნდა ჟღერდეს:

 

"_ესეც თქვენი საოცნებო ხელისუფლება, ესეც თქვენი "ანაკლია პორტი" თავისი ათასობით, ხანგრძლივი სამუშაო ადგილებითო!"

 

_საინტერესოა, რატომ დასჭირდა "რეზონანსს" მსგავსი პროვოკაციული პრესკონფერენციის მოწყობა და მისი სოციალურ ქსელში გავრცელება?

 

თუ ამისი აუცილებლობა არსებობდა, რატომ არ მიიწვიეს _ "ანაკლია პორტის" კონცეფციაში ჩახედული სპეციალისტები, ვისაც წლების განმავლობაში უმუშავიათ ამ პროექტზე?

 

დროებით აქ დავსვათ წერტილი...

 

ორი წელიწადი გასრულდა, რაც მეგაპროექტ "ანაკლია პორტ"-თან დაკავშირებულ საკითხებზე მიწევს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დისკუსიებში მონაწილეობა. მოურიდებლად შემიძლია განვაცხადო, _ მე, ჯერ არ შემხვედრია, ბ-ნი ხუხაშვილისდარად მოაზროვნე "ექსპერტი", რომელიც "ჯოხისცხენზე" ამხედრებული დაატარებს ტვირთებს "ორ ზღვას შუა" და ანაკლიაში პორტის მშენებლობის "უპერსპექტივობაზე" საუბრობს!

 

შევადაროთ იგი, 2013 წელს, ლიხტენშტეინის დედაქალაქ ვადუცში, "ანაკლია პორტის" მშენებლობის პერსპექტივებზე საუბრისას, საბანკო ექსპერტ, დოქტორ რაინერ გაისლერის დასკვნას, რომელიც, მან პროექტის გაცნობის შემდეგ გააკეთა:

 

"_ბატონებო, ათი წლის წინ, ევროპაში, ვინმეს რომ შავ ზღვაზე, ანაკლიაში (საქართველო) მეგაპორტის აშენების საკითხი გამოეტანა სადისკუსიოდ, მას სიბრალულით შევხედავდით. უნდა მოგახსენოთ, მსგავსი პროექტები ერთ და ორ წელიწადში არ მზადდება. 

 

ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერი მეგაპროექტის განხორციელება პრობლემა არ არის, არც მისი დაფინანსების წყაროების მოპოვებაა რთული საქმე!

 

_რთული და ძნელად მისაღწევი, პროექტის დასრულების შემდგომ მისი მუშაობაა. ამ შემთხვევაში, უნიკალური ფინანსური და ლოგისტიკური მოდელია ერთმანეთთან მორგებული, სადაც ინვესტორი, დამთავრებული პროექტის მომხმარებელი და ხანგრძლივი ფუნქციონირების გარანტი ხდება. 

 

_ეს გახლავთ ჩინეთის სახელმწიფო!

 

_არ დაგვავიწყდეს, რომ, ევროპაში გაყიდული პროდუქციის ნახევარზე მეტი ჩინეთშია დამზადებული და მისი მომხმარებლამდე სწრაფად გადმოტანა, უზარმაზარი მოგების გარანტიაა. ამ მხრივ, "ანაკლია პორტი" და "ახალი აბრეშუმის გზა" უნიკალური შეთავაზებაა, როგორც ჩინელი (არა მარტო ჩინელი!) მეწარმეებისთვის, ასევე ევროპელი მომხმარებლისთვის! 

 

დრ. რ. გაისლერ"

 

როგორც იტყვიან, _ აქ კომენტარი ზედმეტია!

 

მე მხოლოდ, რამდენიმე წუთის წინ, ჩემს ფეისგვერდზე შემოსულ მკითხველის კომენტარს დავამატებდი: 

 

"გია ხუხაშვილისნაირი "ექსპერტები" რომ ყავს საქართველოს მთავრობას, იმიტომაც მიდის ჩვენი ქვეყნის საქმე კარგად!.."

 

აქ ვამთავრებ ამ უსიამოვნო თემაზე საუბარს. 

 

"ანაკლია პორტის" პროექტით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ, იხილოს 2014-15-16 წლების "საერთო გაზეთი"-ს არქივი, ან შემოვიდეს ჩემს ფეისგვერდზე (David Kobalia) და იქ გაეცნოს ამ თემაზე მიძღვნილ მასალებს.

დავით ქობალია

 

P.S. მართლა "ღიმილისმომგვრელია" ბატონო გია თქვენი, ყოვლისმცოდნე ექსპერტის პასუხები, რომლებმაც მე კითხვები გამიჩინეს:

 

_რომელ ჭკუათმყოფელს მოუვა თავში "სამხედრო საზღვაო ბაზა, თუნდაც პორტი" ანაკლიაში საქართველოს ფლოტისთვის შენდებაო?!.

 

_მერე და _ საქართველო აშენებს ანაკლიაში პორტს (თუნდაც სამხედროს)?!

 

_ვისაც ტვირთების გადასაზიდად უნდოდა "ახალი აბრეშუმის გზა" და ანაკლიაში პორტის აშენება, იმას უარი რომ უთხრეს, თქვენ არაფერს გეუბნებათ?!. 

 

ბატონო გია, როცა ამბობთ: "...საქართველოზე გამავალი ტვირთბრუნვის პერსპექტივის მიხედვით, სამი  პორტი საკმარისი იყო ამისთვის. რა საჭირო იყო მეოთხე, არ მესმის". 

 

აქ, სწორია, მხოლოდ ბოლო ორი სიტყვა _ "არ მესმის", რასაც უსიტყვოდ გიჯერებთ!