Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (11)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
22-02-2016, 11:31
ნანახია: 3185

არჩილ ჭყოიძე: დათვურ სამსახურს ვუწევთ როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე ჩვენს ქვეყანას!

   პარტია „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე აცხადებს, რომ აუცილებელია ჯანსაღი კრიტიკა, რადგან ფარისევლების და მლიქვნელების ჯგუფი პირადი კეთილდღეობის გახანგრძლივების მიზნით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ბიძინა ივანიშვილი, რაც დამღუპველი იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად ივანიშვილისთვის.

 

-„სოციალურ სქელში დაწერილი სტატუსებიდან თუ კომენტარებიდან, პოლიტიკოსების და -არასამთავრობოების, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის განცხადებებით აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „რესპუბლიკელების“ მიმართ. ყველა საუბრობს იმაზე, რომ „რესპუბლიკური“ პარტია ანტისახელმწიფოებრივი პარტიაა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქართულ ტრადიციებს, ამ მოსაზრებებს მე სრულიად ვეთანდმები, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილის შეხედულებას „ნაციონალების“ მიმართ. ვიზიარებ საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას კოჰაბიტაციაზე, მაგრამ არასწორად მიმაჩნია ის ტენდენცია, რაც დღეს შეინიშნება. კერძოდ, იმ პრობლემებში, რაც დღეს სახეზეა,  (პარლამენტში ნაციონალების არსებობა, რესპუბლიკელების მავნებლობა, ყბადაღებული კოჰაბიტაცია) ვადანაშაულებთ ყველას ამერიკის ელჩიდან დაწყებული ევროკავშირით დამთავრებული, მაგრამ არ ვასახელებთ მთავარ პერსონაჟს-ბიძინა ივანიშვილს.

არავინ არ უკარგავს და არც უნდა დავივიწყოთ მისი როლი, მის მიერ გაკეთებული სიკეთე და ქველმოქმედება, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ „რესპუბლიკური პარტია“, რომლის მიმართ ასეთი ზიზღია დღეს საზოგადოებაში, თავისი მთლიანი ორკესტრით „ქართულ ოცნებაში“ და შემდეგ პარლამენტში შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, კოჰაბიტაცია დამნაშავე რეჟიმთან სწორედ ივანიშვილის პრემიერობის დროს დაიწყო და რეალურად ამ პროცესებში არის მისი როლი და შეცდომაც.

 

სამწუხაროა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იმისთვის, რომ არ დაკარგოს ბიძინას წყალობა, იმისთვის, რომ გარანტირებული ჰქონდეს საარჩევნო სიაში ადგილი ან არ დაკარგოს უკვე სიაში მყოფმა საარჩევნო ნომერი, ცდილობს არ გაანაწყენოს ივანიშვილი და არც კი ახსენებს მის სახელს. ასე ნახევარი სიმართლით ქვეყანას ვერ ავაშენებთ. სიმართლე და ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია. საქართველოს აქვს მაგალითები, თუ რა მოუტანა ქვეყანას სიმართლის დაფარვამ და მლიქვნელობამ შევარდნაძის, გამსახურდიას და სააკაშვილის დროს, როგორ დაასრულეს თავად ამ მმართველებმა თავიანთი პოლიტიკური კარიერა.

 

თუ ჩვენ ჯანსაღი კრიტიკით არ გავაკრიტიკებთ ყოფილ პრემიერს, არ ვეტყვით სიმართლეს, დათვურ სამსახურს გავუწევთ როგორც ბიძინა ივანიშვილს, ასევე ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, აუცილებელია თავიდან ბოლომდე სიმართლე ვთქვათ, ივანიშვილს მივცეთ საშუალება გაიაზროს და მოწყდეს ფარისეველთა იმ ჯგუფს, რომლებიც ყოველ დღე მას ბევრ სიცრუეს ეუბნებიან და ისიც მთლიანად ჩადგეს ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ის დიდი სიკეთე, რაც მას აქვს გაკეთებული წლების მანძილზე საქართველოსთვის, წყალში არ გადაყაროს.

 

მინდა მოვუწოდო ყველას-მლიქვნელობის დრო დასრულდა, ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ!

 თუ ქვეყანა არ გვექნება, მაშინ რაღად გინდათ ივანიშვილის წყალობით დაფინანსებული პარტიები და მლიქვნელობითა და ფარისევლობით განაღდებული მანდატები?!.“