სოსო ცინცაძე: ღარიბაშვილი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება!

სოსო ცინცაძე: ღარიბაშვილი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება!

„ივერიონს“ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ სავარაუდო კონკურენტზე და ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე

 

-ბატონო სოსო, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექს-პრემიერი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. შეცვლის თუ  არა ის წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების“ იმიჯს  უკეთესობისკენ?

 

-საყურადღებოა, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკაშიდაბრუნების შესახებ განაცხადა არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ ერთ-ერთმა პარტიულმა ფუნქციონერმა, “ქართული ოცნების“  აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. ამიტომ ვვარაუდობ, რომ მას  სიის პირველნომრობას შესთავაზებენ.

 

როგორც ჩანს, ივანიშვილი არ იღებს არჩევნებში მიონაწილეობას და პირველი ნომერი ღარიბაშვილი იქნება. პარტია უმრავლესობით თუ მოვა  პარლამენტში, გახდება მისი ლიდერი. იმაზე ფიქრი, რომ ღარიბაშვილს პოლიტიკაში ძალთა თანაფარდობის შეცვლა შეუძლია,საეჭვოა.

 

“ქართული ოცნება“ დღეს  კატასროფულ საკადრო შიმშილს განიცდის, ივანიშვილს კოალიციაში არ დარჩა ისეთი  ფავორიტი, როგორიც იყვნენ ალასანია და მარგველაშვილი. თანაც იგრძნობა, რომ ის აღფრთოვანებული არ არის კოალიციით და მისი ლიდერებით.

 

ჩემი აზრით, ღარიბაშვილმა მაშინ დაამტკიცა ივანიშვილის ერთგულება, როცა, სხვა ფავორიტების მსგავსად, არსად განუცხადებია თავისი წყენა, რომელიც მის  მიმართ ჰქონდა და ჰქონდა უთუოდ!  

 

-წინასააჩევნოდ ვინ მიგაჩნიათ “ქართული ოცნების„  კონკურენტად?

 

-“ქართულ ოცნებასთან“ ერთად, “თავისუფალ  დემოკრატებს“ აქვს გამარჯვების  შანსი, რადგან ის დინამიკურ წინასაარჩევნო  კამპანიას ატარებს. ალასანია ახერხებს რაიონებში ჩასვლას, დილით პროვინციაში ყოფნას, საღამოს ტელეეკრანებზე დასვენებული სახით გამოსვლას. ვფიქრობ, ამ ორ პარტიას  სოლიდური შანსი აქვთ 2016  წლის არჩევნებზე.

 

                                              ესაუბრა ია ჯღარკავა

 

                                               

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: