ჰამლეტ ჭიპაშვილი:ისლამურ სახელმწიფოს საქართველო ლამის თავის ვილაიეთად აქვს გამოცხადებული!

ჰამლეტ ჭიპაშვილი:ისლამურ სახელმწიფოს საქართველო ლამის თავის ვილაიეთად აქვს გამოცხადებული!

„ივერიონს“  ამ ბოლო დღეებში  ბრიუსელში და სხვა სახელმწიფოებში  მომხდარ ტერორისტულ აქტებზე და ამ თვალსაზრისით საქართველოს პერსპექტივაზე პოლიტოლოგი ფამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა

 

-ბატონო ჰამლეტ, საზოგადოება  შეძრულია ტერორისტული აქტებით, რომლებიც შეიძლება მთელ მსოფლიოს მოედოს!. საიდან იღებს ის სათავეს, რა კვებავს მას და რა საფრთხეს უქმნის იგი კაცობრიობას?

 

-ტერორიზმი არ არის 21-ე საუკუნის სენი, ის სხვა საუკუნეებშიც იჩენდა ხოლმე თავს. ჩვენს საუკუნეში კი მან განსაკუთრებით გაშალა ფრთები, ვინაიდან, პოლიტიკა სერიოზულად დაუკავშირდა მას - ტერორიზმი ერთი ქვეყნის ხელში გახდა მეორის საწინააღმდეგო იარაღი.

 

იმ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც დღეს ხდება ევროპაში,  სათავე დაუდო აშშ-ს სპეცსამსახურებმა. ტერორისტული ორგანიზაცია “ალქაიდა“ იყო პირველი, რომელიც მათ ავღანეთში გამოიყენეს. მას შემდეგ  ჩამოყალიბდა “თალიბანი“ და ა.შ.

 

„ალქაიდა“ ისე გაძლიერდა, რომ შემქმნელს დაუწყო ქიშპი და განახორციელა ის ცნობილი 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი აშშ-ში. ამის შემდეგ ამერიკამ   ტერორიზმთან ბრძოლა  სადამ ჰუსეინიდან დაიწყო.

 

5 წელია აშშ-დან ებრძვის მთელი დასავლეთი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ამ ბრძოლაში ამერიკელები თითქოს პირდაპირ არ არიან ჩართულნი, მაგრამ ირიბად ნამდვილად მონაწილეობენ, რადგან  ასადის წინააღმდეგ  ტერორისტულ ორგანიზაციებს ამხედრებენ. ეს არის ე.წ. ისლამური სახელმწიფო, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც, ფაქტობრივად, “ალქაიდას“  ბაზაზე შეიქმნა და სული ჩაუდგა აშშ-მ, აშშ-ს  წაქეზებით  ნატომ, ევროკავშირმა, საუდის არაბეთმა , თურქეთმა, ყატარმა და ა.შ.

 

მათი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკული რესურსების ხელში ჩაგდება და ყატარიდან წამოსული გაზისა და ნავთობის სირიის ტერიტორიის გავლით ევროპაში შეტანა იყო.

 

საქმე ისაა, რომ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ უმუხთლა ამერიკელებს, ანუ, როცა თქვენ აცვამთ და აჭმევთ ტერორისტს, არ იცით, როდის იქნება ის თქვენს მიმართ კარდ ან ცუდად განწყობილი. ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ისე მოიდგა ფეხი, რომ თავისი ფილიალები გაიჩინა არა მხოლოდ ისლამურ სამყაროში.

 

-თუ ე.წ. ისლამური სახელმწიფო თავის შემქმნელებს არ ემორჩილება, მაშ, ვის ბრძანებას ასრულებენ და რომელი ქვეყნის მიერ დამზადებული იარაღითა  და ტყვია-წამლით  ახორციელებენ  ტერორისტულ აქტებს?

 

-საუდის არაბეთიდან  და ყატარიდან  ე.წ. ისლამური სახელმწიფო იღებდა არა მხოლოდ დაფინანსებას, არამედ საბრძოლო იარაღს, ტყვია-წამალს და ა.შ.

 

დღეს ისინი ტყვი-წამალსა და საბრძოლო იარაღს იღებენ თურქეთისგან, რასაც რუსეთიც ამტკიცებს. მოგეხსენებათ, თურქეთის ტერიტორიაზე ქურთებიც ცხოვრობენ. მათ შეიპყრეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რამდენიმე ჯიჰადისტი, რომლებმაც თავიანთ საუბარში დაამტკიცეს რუსეთის გენშტაბის ეჭვი, რომ მათ თურქეთი აწვდის იარაღს არა მუქთად, არამედ, ნავთობის სანაცვლოდ, რომლის ბიზნესიც დიდი ხანია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის შვილების ხელში იყო.

 

- რას მოითხოვს ე.წ. ისლამური სახელმწიფო,  ვინ მართავს მას?

 

-ე.წ. ისალამური სახელმწიფო განსხვავდება სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან. სხვები, მაგალითად,  “ალქაიდა“, მის მსგავსად ვერ განვითარდა. ე.წ. ისლამურმა  სახელმწიფომ,  თითქმის შეიძინა სახელმწიფოს ფუნქცია. დაიპყრო სირიისა და ერაყის უდიდესი ტეროტორიები, ოქროს ფულიც მოჭრა, ჩამოაყალიბა სამინისტროები (თავდაცვის მინისტრი  პანკისელი ბათირაშვილი იყო). მან გამოაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფო  გადაიჭიმება გიბრალტარიდან ჩინეთის დიდ კედლამდე. წარმოიდგინეთ, ამ ე.წ. ისლამური  სახელმწიფოს რიგებში  იბრძვის 80 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, ქართველები, რუსები, ყირგიზები, ფრანგები, ბელგიელები, ინგლისელები... მათი დევიზია ბრძოლა უწმინდურობის წინაღმდეგ. უწმინდურები კი, უპირველესად, მათი აზრით,  სუნიტები არიან. ტერორისტი შიიტები ებრძვიან ტერორისტ სუნიტებს, გაცილებით დაუნდობელნი არიან  ქრისტიანებისა და  სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ. მათი მიზანი მსოფლიოს დამორჩილებაა.

 

-მსოფლიოს გამაჰმადიანება სურთ?

 

-არა, სხვა, უფრო მუხანათური მიზანი აქვთ. გამაჰმადიანებას კიდევ აიტანს კაცი. ე.წ. ისლამური  სახელმწიფო  არ არის მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაცია, ის სახელმწიფოს ნიშნებს  ატარებს-ჰყავს პროფესორები, სწავლულები, ექსპერტები, პროგრამისტები და სხვ. მისი დამარხცება არ იქნება ადვილი, რადგან უამრავი ფილიალი აქვს, მათ შორის, საქართველოში.

 

-ასეთი ორგანიზაციების შემქნელებმა მათი ხელით მოიგვარეს თუ არა საქმე?

 

-უპირველეს ყოვლისა, ტერორისტული  ორგანიზაციები ე.წ. დასავლეთმა შექმნა ე.წ. დაუმორჩილებელი სახელმწიფოების - ირანის, რუსეთისა  და ჩინეთის - დასამორჩილებლად. რატომ? საქმეისაა, რომ, ისინი არიან სუვერენული,  დაუმორჩილებელი სახელმწიფოები და არა ევროკავშირის  ქვეყნებისთანა “დედლები“ , რომლებსაც აშშ ისე აცეკვებს, როგორც სურს!

 

-ერდოღანი რატომ ვერ იცილებს თავიდან ტერაქტების საფრთხეს?

 

-თურქეთს პრობლემები აქვს იქ მცხოვრებ მრავალრიცხოვან ქურთებთან, რომლებიც ერაყის, სირიისა და ირანის ტერიტორიებზეც ცხოვრობენ. ისინი თვითგამორკვევას მოითხოვენ თურქეთში. „ქურთ მშრომელთა პარტია“ , ფაქტობრივად, აკრძალულია თურქეთში. ერთ ხანს ქურთები და თურქეთი სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ, რომელიც  თურქეთმა დაარღვია, შეავიწროვა ქურთები, ისინი შეეწინააღმდეგნენ მას და ამან გამოიწვია ტერორისტული აქტები.

 

-ბრიუსელში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, თუმცა ზოგიერთი თითს რუსეთისკენაც იშვერს.

 

-რუსეთისკენ თითის გამშვერნი არიან ნაძირალა ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსები. მე გაოცებული ვარ დღევანდელი  ქართული პოლიტიკის დეგენერატივიზმითაც, რომლებიც აჰყვნენ უკრაინელ დეგენერატებს.

 

-დღეს ბევრი ფიქრობს  საქართველოში, რომ თქვენი თქმით, დეგენერატული ქართული მთავრობა რუსეთის ინტერესების გამტარებელი უფროა, ვიდრე აშშ-სი.

 

-აშშ-მ  25 წლის განმავლობაში საქართველოში შექმნა ამერიკული ხელისუფლება, ამერიკული ოპოზიცია, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციები, ამერიკული პრესა, რომლებიც  უკანა ნაწილებს ულოკავენ აშშ-ს და მის ლოცვაში არიან. სანაცვლოდ, ამერიკამ ფეხებზე დაიკიდა ქართველი მოსახლეობა, რომელიც ჯერ არ არის გამოფხიზლებული ამერიკელთა შესატევად.

 

 უკრაინა წარმატებული სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, დამოუკიდებლობის პერიოდში თითით საჩვენებელი ქვეყანა იყო თავისი სოფლის მეურნეობითა და  მრეწველობით. დღეს, ამერიკელთა “დამსახურებით“,  რას წარმოაადგენს ის, გაღატაკებული სახელმწიფოს გარდა?!

 

-რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად?

 

-უარი უნდა თქვას ამერიკელთა თაყვანისცემაზე და  არ უნდა აგინოს რუსეთს. საქართველო რუსეთის გარეშე ვერ გაძლებს, 20 000 კმ-ით  დაშორებული პარტნიორი ვერ დაგვეხმარება.

 

დაბოლოს, საქართველოს ემუქრება თუ არა ტერორიზმის საფრთხე?

 

-მე წელიწად-ნახევრის წინ კონფრენციაზე განვაცხადე ამ საფრთხის შესახებ, რომელსაც მედიამ ყურადღება არ მიაქცია.

 

ყველას გვავიწყდება, რომ საქართველო თავისი პანკისით ტერორიზმის აკვანია. აქ იბადებოდნენ და იზრდებიდნენ ტერორისტები.

 

 საქართველოში ტარდებოდა “ალქაიდას“ დახურული შეხვედრები. ამერიკელებმაც იციან, რომ საქართველო ტერორისტთა ცხელი წერტილია. ცნობილია გვარებიც, მათ შორის, სააკაშვილის დროინდელი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც დღეს უკრაინაშია სააკაშვილთან ერთად. ის იყო საქართველოში დახურული ტერორისტული კრებების ჩატარების შეფი.

 

ჩვენ რისი იმედი უნდა გვქონდეს, როცა პანკისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან ახალგაზრდების მრავალრიცხოვანი გუნდი პანტაპუნტით მიდის სირიაში საბრძოლველად და უერთდებიან ტერორისტებს, ამას კი  საქართველოს ხელისუფლება ხელს ვერ უშლის?!

 

ყველასთვის ცნობილია, რომ პანკისშია  25 მოარული თვითმკვლელი შაჰიდი, გამზადებული ნებისმიერი ბრძანებისთვის აამოქმედის ბომბი საქართველოსა თუ სხვა ქვეყანაში. მათ არ მოსწონთ ჩვენი დეგენერატი ხელისუფლების მიერ  გახსნილი  ნატოს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც ქართველს არაფერში სჭირდება.

 

-რის მიღწევა სურთ ტერორისტებს ტერორისტული აქტების მოწყობით?

 

-აი, რის: ჩვენ უკვე ყოველდღე ვსაუბრობთ მათ მიერ მოწყობილ ტერაქტებზე, ტერორისტებზე, გვეშინია - სწორედ ეს არის მათი ერთ-ერთი მიზანი. მათ უნდათ მორჩილი, დაშინებული, აკანკალებული ადამიანების ხილვა. ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი და სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიქცევას მოითხოვს.

 

-შეიძლება თუ არა პანკისის ტერიტორიაზე ე.წ. ისლამური სახელმწიფო ჩამოყალიბდეს?

 

-ეს არავინ იცის, შეიძლება ჩამოყალიბებულიცაა, რადგან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს პანკისი თავის ვილაიეთად აქვს გამოცხადებული, პანკისი კი არა, ლამის მთელი საქართველო. ისინი ელოდებიან ქართულ პოლიტიკურ კრიზისს,  რომელშიც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ.

 

                          ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: