Iverioni
«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ოქტომბერი 2018 (5)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
28-03-2016, 11:45
ნანახია: 2068

მორიგი ფარსი ხელისუფლებისგან, ანუ საქართველოს ელადური „მეტასტაზები“ უახლოვდება!

ხმაურისა და აჟიოტაჟის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რომ, ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა!

 

ბრავო ხელისუფლებას, რომელმაც ხალხის ხმას ყური უგდო და პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება „შეაგდო“!.. ერთი შეხედვით სწორედ ასე ჩანს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

 

ვიდრე ფრჩხილებს ბოლომდე გავხსნიდე, ორიოდე სიტყვით ყურადღებას გავამახვილებ იმ მოჩვენებით აქტიურობაზე, რასაც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჰქვია.

 

უკვე რიხიანად გვაუწყეს, რომ განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში და დიდ ქალაქებში მოეწყობა - დასახელებულია კონკრეტული თარიღებიც!..

 

წესით და კანონით, ქრისტიანულ სახელმწიფოში ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ ოჯახი ეს არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. ამდენად, ეს ფორმულირება დამატებით „სანქციებს“ არ უნდა საჭიროებდეს, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ბუნებრივი როლები შეიცვალოს და სოდომისეული ცოდვები, ძალით თუ ჩვენივე პასიური ხელშეწყობით, დაგვიკანონონ!

 

რაც არ უნდა მწარედ მოსასმენად გვეჩვენოს, პირდაპირ ვიტყვი: ე.წ. „საყოველთაო განხილვა“ სხვა არაფერია, თუ არა ფარსი და საზოგადოების ყურადღების მოდუნება, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების მხრიდან დროის გაყვანის ტაქტიკაა!

 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნები გველოდება, ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილის (აბა ლიბერალები სულ იმის ცდაში არიან, დააჩქარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება) მხარდაჭერა მოიპოვოს! სამწუხაროდ, „ხბოს აღტაცების“ სინდრომით დაავადებულებს გვავიწყდება, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი „კომპრომისია“ ხელისუფლების მხრიდან, რადგან, ჯერ ერთი, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, საკონსტიტუციო ცვლილებების არათუ მიღება, არამედ, პროექტის პირველი მოსმენით გატანაც გაჭირდება.

 

რომც მოესწროს, ხელისუფლებას არ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ნიშანდობლივია ისიც, რომ თვით კოალიციის შიგნით უმრავლესობის ინიციატივას (ხელი მოეწერათ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებაზე) მხარი „რესპუბლიკელებმა“ არ დაუჭირეს!

 

ადვილი წარმოსადგენია, რომ ისინი მითუმეტეს მხარს არ დაუჭერენ საკანონმდებლო ინიციატივას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას...

 

მაშ, რას ვზეიმობთ? რა აზრი აქვს „საყოველთაო სახალხო“ განხილვას, თუ იგი საკონსტიტუციო ცვლილების სახეს არ მიიღებს?

 

ვიტყვი ხაზგასმით: თვალში ნაცრის შეყრაა იმის მტკიცება, რომ მთავარია ჩვენი ნება დავაფიქსიროთ - დღევანდელ პარლამენტში ამაზე დისკუსია დაიწყოს და ცვლილებებს მომავალი პარლამენტი „დააგვირგვინებს“!

 

სხვებისა არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ მჯერა ასეთი ზღაპრებისა - ჯერ ერთი, მომავალი პარლამენტი დღევანდელზე უკეთესი (ეროვნულ მუხტს და სახელმწიფოებრივ ხედვას ვგულისხმობ) ნამდვილად არ იქნება. მეორეც, ე.წ. „საყოველთაო-სახალხო“ განხილვა ნამდვილად არ გამოდგება ქართველი ერის ნების გამოხატვის საშუალებად...

 

დიახ, ეს არ იქნება მყარი არგუმენტი იმის სადემონსტრაციოდ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა!

 

აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობის მტრებს ხელში ექნებათ კოზირი, რომლითაც ისინი ზერელედ დაწყებულ ომს მოგვიგებენ - განხილვა, ეს იგივე შერჩევითი გამოკითხვაა (რამდენიმე ქალაქსა და რაიონში ტარდება) რომელსაც მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს!!! სხვა საკითხია პლებისციტი (საყოველთაო გამოკითხვა), რომელიც სრულყოფილად ადასტურებს ერის ნებელობას ამა თუ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოვლენის (პრობლემის) მიმართ!

 

სამწუხაროდ,. ამაზე მინიშნებაც არ ყოფილა საზოგადოების მხრიდან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ან რეალურად არ ვაფასებთ უცხო ძალების მხრიდან თავსმოხვეულ მზაკვრულ პოლიტიკას, ან საკუთარი უფლება-მოვალეობის განცდამაც გვიმტყუნა!

 

ადრე ვწერდი და ახლაც ვიმეორებ: ნამდვილ მტერზე არანაკლები მტერია ის, ვინც საზოგადოებას ატყუებს და არარეალური დაპირებებით ჯანსაღი პერსპექტივის (სამართლიანობის დამკვიდრების, ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის) ილუზიას უქმნის.

 

ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც - ჯერ იყო და გვარწმუნებდნენ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა დაჩქარებული წესით დაიწყებოდა და პრობლემა არ იარსებებდა. ცოტა მოგვიანებით კი გვიმტკიცებდნენ: პარლამენტარებს აიძულებდნენ ასე მოქცეულიყვნენ, ხოლო, დღეს უდიდეს მონაპოვრად გვითვლიან აღნიშნულ საკითხზე „საყოველთაო-სახალხო“ განხილვის დაწყებას!

 

ასე რომ, ყველაფერს მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტრებს და მათ დაკრულზე მოხტუნავე ქართველ ლიბერასტებს ნუ დავაბრალებთ... არც ხელისუფლებისკენ გავიშვიროთ ხელი - ცოტა საკუთარ გულშიც ჩავიხედოთ და ვაღიაროთ, რომ ჯანსაღ საქართველოში გვინდა ცხოვრება, მაგრამ ხელის და ტვინის განძრევა არ გვინდა!

 

P.S.

არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ წინასაარჩევნო „კომპრომისი“, ანუ საყოველთაო-სახალხო განხილვა კიდევ ერთი ფარსი მგონია, რომელიც ხელისუფლებას კარგ სამსახურს გაუწევს (ამომრჩეველთა მხარდაჭერას მოუპოვებს), მაგრამ საზოგადოებას გაწბილებულს და პირში ჩალაგამოვლებულს დატოვებს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე!

 

P.S.P.S

საგანგაშო სიგნალი მოდის საბერძნეთიდან - ძველი ელადიდან, რომელიც ერთ დროს მართლმადიდებლობის აკვნად (მექად) ითვლებოდა და რამდენიმე თვის წინ სოდომიზაციის გზას დაადგა - ბერძნებმა სული ამქვეყნიურ (თანაც დროებით) სიამოვნებაზე დაახურდავეს და ევრო-ამერიკის დაჟინებული მოთხოვნით ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს. ადგილობრივი მღვდელმსახურები უკვე ღიად საუბრობენ ამ სოდომ-გომორული ცოდვის უმძიმეს შედეგებზე - სკოლების წმინდა კუთხეებიდან და ეკლესიებიდან ხატების გატანის მოთხოვნა ისმის - მუსულმანი ლტოლვილები თუ არალეგალები თურმე ხატებს წვავენ და ხელებს ითბობენ. ადგილობრივ ტელევიზიებში საინფორმაციო გადაცემები არაბულ ენაზე გადაიცემა. ეს მხოლოდ დასაწყისია...

 

ვიფხიზლოთ!