Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
12-04-2016, 14:56
ნანახია: 2999

თბილისის მომავალი არაკომპეტენტური და უღირსი ადამიანების ხელშია !

   არასამთავრობო ორგანიზაცია "გაერთიანებული საზოგადოება" დედაქალაქის მერიასთან მორიგ საპროტესტო აქციას 13 აპრილს, 16:00 საათზე გამართავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი დარსალია აცხადებს, აქციას ამჯერად სხვა არასამთავრობოებთან ერთად თბილისის მაცხოვრებლები უერთდებიან.

 

   "კომისიის წევრისგან გავიგეთ საიდუმლო ინფორმაცია, სადაც გამარჯვებულ კომპანიად გამოცხადდა 78 მილიონიან ევროიანი კომპანია "კადევე" და აქ უკვე ნათლად დავინახეთ,რომ მერიი ვიცე- მერი და კომისიის წევრების უმრავლესობა კორუმპირებული და მოღალატენი არიან!

   ჩვენ გვიჩნდება შემდეგი სახის კითხვები:

   ვინ აგებს პასუხს 2000 სამუშაო ადგილის დაკარგვისათვის??

   რა კრიტერიუმებით აარჩიეს დაბალინვესტიციანი კომპანიაა მერიის წარმომადგენლებმა და რა ინსტრუქციით იხელმძღვანელეს??

   ამიტომ ეს საკითხი ყველას გვეხება თბილისელების ზურგს უკან ჩუმად უცხოელი ინვესტორები გარბიან ვკარგავთ უამრავ სამუშაო 

   ადგილს და თბილისის მომავალი არაკომპეტენტური და უღირსი ადამიანების ხელშია !"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.