თბილისის მერიას არგუმენტირებული პასუხები არ გააჩნია

თბილისის მერიას არგუმენტირებული პასუხები არ გააჩნია

   დღეს ა/ო "გაერთიანებულმა საზოგადოებამ"  მერისთან აქცია სახელწოდებით "ვინ აგებს პასუხს დაკარგულ 2000 სამუშაო ადგილზე ???"  გამართა.

 

   -"კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ტენდერში გამარაჯვებული კომპანია გახდა "კადევე". ჩვენ მივედით მერიასთან და დავსვით შემდეგი კითხვებით: რატომ არის პრიორიტეტული დაბალი ინვესტიციების და ძველი ტექნოლოგიების მქონე კომპანია თბილისის მერიისთვის?? ტენდერში გამარჯვებული კომპანია რა ინსტრუქციებით იქნა შერჩეული ??? სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ პასუხად მხოლოდ მერიის თანამშრომლების აგრესია. ერთი პერიოდი ჩვენ ოპერატორზე განხორციელდა შეტევა და ცდილობდნენ პატრულის თანამშრომლებთან ერთად წამოვეგეთ პროვოკაციაზე, თუმცა უშედეგოდ რამაც უფრო გაამწარა მერიის და პატრულის თანამშრომლები, ხოლო ბოლოს პატრულმა ჯავრი ტაქსის მძღოლზე იყარა, რომელიც ორგანიზაციის წევრებს გადააადგილებდა და სრულიად უსაფუძვლოდ ჩვენს გამო დააჯარიმა.. ესაა თბილისის მერია, რომელიც ჩვენთან კომუნიკაციისგან იკავებს თავს, რადგან ახალგაზრდებისთვის გასაცემი არგუმენტირებული პასუხი არ გააჩნია !!! პატრულის თანამშრომლების აგრესია კი დღითიდღე იზრდება ჩვენს მიმართ ! არაუშავს, ბატონებო, თქვენც მოგიშორებთ, ნაცები მოვიშორეთ და თქვენ ვერ მოგერევით ?!

 

    პ.ს ბატონ დავით ნარმანიას გადაეცით უადგულო და სრულიად არაადაკვატურ განცხადებებს აკეთებს თითქოს და ესაა მართული პროცესი.

    დიახ, ბატონო დავით, ესაა მართული პროცესი და ჩვენ საზოგადოების და ხალხის ინტერესები გვმართავს ! ნუ შეეცდებით პოლიტიკური სარჩული მიკეროთ ამ თემას, რადგან მე თქვენ გეუბნებით, ეს არის ბრძოლა, რომელიც თქვენ დაწყებიდანვე წააგეთ ! თქვენ ხართ მსხვილი ინვესტიციების მტერი! თქვენ ხართ კორუმპირებული თქვენს ვიცე-მერთან და კომისიის წევრებთან ერთად . ! თქვენ არ ხართ თბილისის მერი! თქვენ ხართ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი პიროვნება, რომელიც უადგილო ადგილას მოხვდა ერთი პიროვნების სურვილის გამო !"-აცხადებენ ორგანიზაციის წევრები. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: