Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
17-04-2016, 00:20
ნანახია: 1724

დღეს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის!

    "აუდიტორია 115"- სოლიდარობას უცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "გაერთიანებული საზოგადოება", რომლის წევრებიც აქციის პირველი დღეებიდან სტუდენტების გვერდით დგანან და როგორც ამბობენ გააგრძელებენ ბრძოლას მომავლისთვის.

 

   "გაერთიანებული საზოგადოების" ლიდერი ანი დარსალია განცხადებას ავრცელებს:

 

   -"ჩვენ მხარს ვუჭერთ აუდიტორია 115-ის წამოწყებას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები განათლების სისტემაში ... სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებები წლებია არ ზრუნავს განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, ამ შემთხვევაშიც ჩვენ წლებია გვაქვს ფასადური და შეფუთული განათლება, როგორც სკოლებში ასევე უნივერსიტეტებში.... დღეს სტუდენტებს არ აქვთ ხელშეწყობა სახელმწიფოსგან და სტუდენტები ვერ ვიღებთ ძირფესვიან განათლებას, ფროფესიონალიზმი ძალიან დაბალ დონეზეა, ჩვენ ვყიდულობთ დიპლომს სადაც მინიმალური ანიბანის ცოდნით შეგვიძლია ჩავაბაროთ და გვქონდეს "პრეტენზიები" !

 

    ჩვენი სახელმწიფო ვფიქრობ პირველ რიგში ევროპას განათლების კუთხით უნდა ბაძავდეს, თუმცა საქართველოში განათლება მეათასე ხარისხოვანია... ამ ყველაფრის ბრალია რომ ბრბოდ იყენებენ ხშირ შემთხვევაში ხალხს, არ გვყავს კვალიფიციური კადრები და წლებია ვტრიალებთ ერთი მოჯადოვებული წრის გარშემო. "გაერთიანებული საზოგადოების" მთავარ პრიორიტეტად არჩეულია განათლების სისტემის რეფორმა და ახალგაზრდების ბრძოლა ამ კუთხით ...

   

   დღეს როდესაც არავინ ზრუნავს ჩვენსა და მომავალი თაობის განათლების გაუმჯობესებისათვის ამიტომ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების წამოწყებას ვდგებით მათ გვერდით.... დღეს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის !"-აცხადებს დარსალია.