გია ხუხაშვილი: “ აუდიტორია 115-ს ცოტა თავში აუვარდა!“

გია ხუხაშვილი:  “ აუდიტორია 115-ს ცოტა თავში აუვარდა!“

- ბატონო გია, “სტუდენტური აჟიოტაჟი“ არ ცხრება - ისინი განათლების რეფორმას მოითხოვენ. თქვენი აზრით, რა არის “მათეული“ “რეფორმა“ ?

 

- კარგად მესმის, რომ განათლების სისტემაში საქმე ცუდადაა, მაგრამ,  აუდიტორია 115-ის მოქმედებები ხელოვნურს ჰგავს. მათ თითქოს ძალა იგრძნეს და გადაწყვიტეს სულ იხმაურონ, იძალონ, დღის წესრიგში იდგნენ, საჭიროა ეს თუ არა!

 

ჩემი აზრით, მათი ქმედებანი  უკვე გამაღიზიანებელი და ყალბია - არ კადრულობენ საპარლამენტო მდივანს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ - მათ ცოტა თავში აუვარდათ და თავი  სამყაროს ჭიპები ჰგონიათ.

 

არადა ასე სულაც არ არის.

 

შეიძლება სწორადაც ითხოვენ რაღაცას, მაგრამ მოთხოვნის ფორმა არ უნდა იყოს რადიკალური, თორემ გადაიწვებიან და ყველას თავს მობეზრებენ.

 

შეიძლება საზოგადოებას  ეჭვიც  გაუჩნდეს, რომ მათ ვიღაც მართავს!

 

                       ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: