მოუხდება თუ არა პარლამენტში ჩოხა ღარიბაშვილს?!

მოუხდება თუ არა პარლამენტში ჩოხა ღარიბაშვილს?!

სოსო ცინცაძე: თუ ღარიბაშვილი „კონსერვატორების“ პირველი ნომერი იქნება, ესე იგი, „კონსერვატორებმა ივანიშვილთან უკვე ჩააწყვეს!

 

-ბატონო სოსო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი “კონსერვატიული პარტიის“ სიის პირველი ნომერი იქნება. რა სარგებლობას მიუტანს ის საკუთარ თავსა და პარტიას?

 

-ყველაზე ნაკლები ამბიცია კუთხურობაზე  კახელებს აქვთ  და ილია ჭავჭავაძის შემდეგ კახელი ლიდერი საქართველოს არ ჰყოლია.

 

ღარიბაშვილმა შეიძლება თავის სოფელში გამოიჩინოს თავი მხოლოდ, რადგან  მან ძალიან ცუდად დაამახსოვრა თავი საზოგადოებას - თვით სააკაშვილის ოპოზიციასაც არ სიამოვნებდა მისი გამონათქვამები, მაგალითად, მე ოპოზიციას არ ვცნობ...  მათი ადგილი არ არის საქართველოში... ყველა სახრჩობელაზე და ყველა მტკვარში... და სხვა მისთანა.

 

ამიტომაც წავიდა და ემოცია არ გაჰყოლია. კონსერვატორ  ზვიად ძიძიგურისგან განსხვავებით, რომელსაც ჩოხა უხდება,  ღარიბაშვილი ჩოხაში არ მინახავს და რა გითხრათ? თუ ღარიბაშვილი მათი სიის პირველი ნომერი მართლა გახდა, ესე იგი, “კონსერვატორებმა“ უკვე ჩააწყეს ივანიშვილთან თავიანთი მომავალი.

 

- თვითონ ბიძინა რატომ არ დაიბრუნებს ღარიბაშვილს?

 

-ივანიშვილი სულელი კი არ არის,  უკან დაიბრუნოს არაპოპულარული პოლიტიკოსი. მიახმარს ცოტა ადმინიტრაციულ რესურსს და 7-8, 10-15-კაციანი ფრაქციით გაიყვანს პარლამენტში. სამწუხაროდ, ყოველივე ეს ქართულ პოლიტიკას დეგრადაციისკენ მიაქენებს.

 

 

გია ხუხაშვილი: ღარიბაშვილსა და “კონსერვატორებს“ ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ

 

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი “კონსერვატიული პარტიის“ სიის პირველი ნომერი იქნება. რა სარგებლობას მიუტანს ის საკუთარ თავსა და პარტიას?

 

- ღარიბაშვილს პოლიტიკაში ყოფნა აკრძალული არ აქვს. თუ პოლიტიკოსობის სურვიული ექნება და  ის “კონსერვტორებსაც“  რაღაცაში სჭირდება,  ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი! ჩემი აზრით, ღარიბაშვილმა თავისი გამოცდილებისა და ბიოგრაფიისთვის  შეუფერებელი ტვირთი ზიდა და დაზიანდა კიდეც.  ამ მდინარეში თავიდან შესავლელად ადამიანურად მეცოდება და არ მემეტება. თუმცა, ზრდასრული და სრულწლოვანია და თვითონ გადაწყვიტოს.

                                                                                      

                        ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: