Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (2)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
3-05-2016, 14:28
ნანახია: 1247

საფლავები, რომელთა დავიწყება არ ეგების!

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი სასწაული, ხოლო მართლმადიდებლურ სამყაროში, უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია!

 

რადგან აღდგომის შინაარსი სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯებაა, საქართველოში მის დადგომას ყველაზე მეტად ჭირისუფლები ელიან, რომლებიც მთელი თვე ემზადებიან მიცვალებულთა საფლავების მოსანახულებლად და საკურთხებლად...

 

აღდგომის უმთავრესი ელემენტები წითელი კვერცხი და პასკაა. კვერცხი, როგორც ახალი სიცოცხლის დასაბამის სომბოლო, ხოლო წითელი კვერცხი, როგორც ქრისტეს მკვდრეთით აღგდომის დამადასტურებლად გაწითლებული  მარიამ მაგდალინელის  ხელში; პასკა კი იმ მთის სიმბოლოა, რომელზეც ჯვარს აცვეს ქრისტე!

 

საქართველოში მიცვალებულთა პატივისცემა მტკიცე ტრადიციაა. როგორც წერილობითი წყაროები იუწყებიან, ქართველები ოდითგანვე მოწიწებით იყვნენ განმსჭვალულნი ღვთის, მასთან დაკავშირებული მოვლენებისა თუ ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობის მიმართ.

 

საქართველოს მწარე და მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო, მტერთა მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილი მოსახლეობა წლების განმავლობაში ვერ ახერხებს იძულებით მიტოვებულ საფლავთა მონახულება-პატივისცემას. მათ იქ ჩასვლის ნებას სააღდგომოდაც არ რთავენ -   სათაყვანებელ საფლავთა გულებზე  წითელი კვერცხები  რომ გადააგორონ.

 

იმაზე, რაც ახლა მინდა გითხრათ, მას შემდეგ ვფიქრობ, რაც VI კლასის ისტორიის წიგნი წავიკითხე. გადავწყვიტე, როცა გავიზრდები, უყურადღებოდ არ დავტოვო ეს საკითხი. დღეს კი აქედან მინდა გთხოვოთ:  ნუ მივატოვებთ, ნუ დავკარგავთ საზღვარგარეთის მიწებზე უპატრონოდ მიტოვებულ დიდ ქართველთა საფლავებს - მეფეებისას, ბერებისას, პოეტ-მწერლებისას... მათ საფლავებზე სულ უფრო ცოტა ქართველი ანთებს სანთელს, სულ უფრო ცოტა აკითხავს  წითელი კვერცხებით, მათი სახელი არც აღდგომისას ახსენდებათ, არც ტელეგადაცემებს ამზადებენ მათზე, პრესაშიც ნაკლებს წერენ და... ერთი სიტყვით, ჩვენი დროის საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის , რატომ აღმოჩნდა მათი საფლავები საქართველოდან ასე შორს,აი ისინიც:

 

გუარამ მამფალი - ოპიზის მონასტერი;

ვახტანგ VI – ასტრახანი;

თეიმურაზ II - ასტრახანი;

ბაქარი, ვახუშტი და გიორგი (ვახტანგ VI-ის შვილები) მოსკოვი, დონის მონასტერი;

სულხან-საბა ორბელიანი - მოსკოვი, ვსესვიასტკოე;

დავით გურამიშვილი - უკრაინა, მირგოროდი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;

არჩილ მეფე - მოსკოვი, დონის მონასტერი;

ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი. პოეტი) - რუმინეთი, იასა;

მამუკა ბარათაშვილი და ონანა ქობულაშვილი (პოეტები) - მოსკოვი, დონის მონასტერი;

ვახტანგ V შაჰნავაზი - ირანი, ყუმი;

კახეთის მეფე დავით II - ირანი. ყუმი და სხვ.

ჩვენ არ გვაქვს მათზე ხელის ჩაქნევის უფლება - იმას მაინც მოვუაროთ, რაც გვაქვს, ის მაინც შევინარჩუნოთ, რაც ღვთის განგებით მოგვეძევება, რადგან  უამრავი დიდი ქართელი მოღვაწის საფლავი დაკარგულია ან უცნობია.

 

განა რას ითხოვენ ეს საფლავები ჩვენგან?

 

სხოვნას, მხოლოდ ხსოვნას, რადგან მათი სახელები და სახელწოდება “საქართველო“ განუყოფელია!

 

ჩემი ყველაზე დიდი საწუხარი აშოტ დიდი კურაპალატის ძის გუარამ მამფლის ოპიზის მონასტერში მიკარგული საფლავის ბედია.

 

ისტორიული ტაო-კლარჯეთის მონასტრების დღევანდელი საგანგაშო ვითარება კარგად ვიცით. წარმოიდგინეთ... გუარამ მამფალი, ჯავახეთის  ცნობილი კრების  გმირი, გრიგოლ ხანძთელის დიდებული საქართველოს თანამედროვე...

 

და დღეს... სათივედ ქცეულ ოპიზის ქართულ მონასტერში ობლადაა მიგდებული დიდი ქრისტიანი მეფის საფლავი, არც სანთლის დანმთები ჰყავს, არც მლოცველ-მომხსენებელი, არც გულზე წითელი კვერცხის გადამგორებელი... კიდევ რამდენიმე წელი და ოპიზის ნანგრევებთან ერთად სამუდამოდ და  “უფრო ღრმად“  ჩაიკარგება მიწაში.

 

         ზურა ყურულიშვილი

სკოლა-ლიცეუმ  “ცოდნას“  VI კლასის მოსწავლე