Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
10-05-2016, 17:55
ნანახია: 7544

ბექა კუპრაშვილი: უბედურია ის ადამიანი, ვინც თავისუფლების სუნი და გემო არ იცის!

რომ არა სახიფათო ზღვარი და წითელი ხაზის გადალახვა, არ მივაქცევდი ყურადღების ერთი პოლიტიკოსის განცხადებას. თუმცა, იმ სახიფათო ზღვარს ვუახლოვდებით, რამაც შეიძლება ჩვენ ქვეყანას მონობის ურელი დაადგას და სისხლით და ოფლით მოპოვებული თავისუფლება ისევ დავკარგოთ.

 

დღეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პროცესების შეფასების არაადეკვატურობისა და მლიქვნელობის კლასიკური მაგალითია. ერთის მხრივ ახალი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკური კურსი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოსვლისთანავე დააფიქსირა ევროკავშირი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და მეორეს მხრივ ამ გუნდში შემავალი ლიდერები და მხარდამჭერები, რომელიც ხმამაღლა აანონსებენ საწინააღმდეგო პოზიციას „ნატო“-ს მიმართ ყოველგვარ საღ აზრს სცილდება.

 

თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო ბოლო დროს ქართული ოცნების ლიდერების და მათ კოალიციაში შემავალი პარტიების პირდაპირ პრორუსულ განცხადებებზე და ჩვენი მეგობარი ქვეყნების (აშშ, ევროკავშირი), როგორც ხელისუფლებაც უწოდებს, განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ერთის მხრივ ხელისუფლების კურსი დაანონსებულია და მეორეს მხრივ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ძირგამომთხრელი საქმიანობა ამ კურსის წინააღმდეგ. დამაფიქრებელია და სახიფათო ის მომძლავრებული პრორუსული ძალები, რომლებიც აშკარად გამოჩნდნენ და დღითიდღე ძლიერდებიან, როგორც სატელევიზიო სივრცეში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. 9 მაისს უკვე გორში კომუნისტური პარტიის მიტინგსაც და მის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის დაანონსებასაც მოვესწარით.

 

კარს მომდგარ არჩევნებში უკვე დაუფარავად იგრძნობა რუსული ფულის (რომელსაც რუსული სპეცსამსახურები გულუხვად ხარჯავენ) და გავლენების გაძლიერება, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები ვერ, ან არ უმკლავდებიან.

 

როგორც ჩანს, ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აღიქვამს კარს მომდგარ საფრთხეებს და არ ჩქარობს ან საერთოდ არ აპირებს სათანადო ზომების გატარებას ამ საფრთხეების ასაცილებლად.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს რა ედგა ამ ყველაფერს წინ, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე საერთოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა რუსეთს პირდება სანქციების მოხსნას უკრაინაში მინსკის ფორმატის ხელშეკრულების შესრულების და ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნების სანაცვლოდ არც ერთ მოლაპარაკებებში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხი არ ისმის და არ იხილება, რაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიმართული!

 

შორს არ წავალ და უახლოეს ისტორიით შემოვიფარგლები, ალბათ ბევრ ქართველს დაავიწყდა, აფხაზეთში როგორ უმოწყალოდ დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, თავები მოკვეთეს თვალები დათხარეს, ქალები და ბავშვები გააუპატიურეს, 2008 წლის ომში თავზე ბომბები გვაყარეს, ქართველი საჯიშე ბიჭები დაგვიხოცეს და ამის შემდეგ ადამიანი, რომ იტყვის რუსეთი ჩემი მეგობარია და და ცივილიზებული სამყარო მტერიო, ასეთი ადამიანებისთვის რეცეპტი ვერ მოვძებნე.

 

ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლებაში ახალგაზრდა, პროფესიონალი, ქართულად მოაზროვნე და ქვეყნისთვის გულანთებული თაობა უნდა მოვიდეს და პოლიტიკურ პენსიაზე უნდა გაუშვათ კომუნისტური პარტიის, ცეკას ინსტრუქტორების და კორუმპირებული ე.წ. ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარ ჯიბეზე და კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტს არაფერს აკეთებენ, მტრის წისქვილზე ასხავენ წყალს და ისევ მონობისკენ გვიბიძგებენ.

 

პატრიოტი და პროფესიონალი ახალგაზრდობაა ამ ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიძლიერის გარანტი.

 

და ბოლოს, რითიც დავიწყე, იმითვე დავამთავრებ - უბედურია ის ადამიანი, ვინც თავისუფლების სუნი და გემო არ იცის!