Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (11)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
16-05-2016, 10:20
ნანახია: 828

სოსო ცინცაძე: პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ნეოფიტია!

-ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ მსოფლიო საოპერო ბანის - პაატა ბურჭულაძის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას. როგორ გესმით მისი პოლიტიკური პარტიის სახელი  “სახელმწიფო ხალხისათვის“?

 

-კლასიკური პოლიტიკისგან განსხვავებული ფენომენია ნეოფიტი ადამიანი პოლიტიკაში. პაატა ბრწყინვალე ხელოვანია, მაგრამ პოლიტიკაში ნეოფიტია. ნეოფოტისთვის დამახასითებელი მომენტია ის,  რომ მანევრებში გადამწყვეტ როლს ასრულებს გარემოცვა. პარტიის სახელწოდება  “სახელმწიფო ხალხისათვის“  უნდობლობას იწვევს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიმნას სახელმწიფო, რომელიც მართლა ხალხის იქნება. შეიძლება მთელ მსოფლიოში ასეთი 4-5 სახელმწიფო იყოს. მე პაატა ბურჭულაძის ასეთი სახელწოდების მქონე პარტიას ხმას ვერ მივცემდი, რადგან მასში გადაჭრბებული  პოპულიზმია.

 

ასევე, არ ვიცი,  რა საარჩევნო რესურსი აქვს მაშინ, როცა  ივანიშვილმა საქართველოში ევერესტის სიმაღლეზე ასწია ფულის ფასი და მნიშვნელობა არჩევნებში.  ეს არჩევნებიც ერთ-ერთი ყველაზე  ძვირადღირებული არჩვენები იქნება.

 

არ ვიცი ბატონი  პაატას პოლიტიკური პროგრამა. ჩვენთან, როგორც წესი, პროგრამას არავინ კითხულობს, ამიტომ მასში იმას წერენ, რაც მოეპრიანებათ. პარტიის სამოქმედო პროგრამაზე მნიშვნელოვანი ჩვენთან დაპირებაა, ანუ, ის, მიტინგზე რას შეგვპირდება ლიდერი: კარგ ცხოვრებას, ბენზინის ფასის განახევრებას, უმუშევრობის ამოძირკვას და ა.შ.  ამიტომ, თუ პაატას პოლიტიკური პროგრამის მაქსიმუმი ხალხისთვის სახელმწიფოს მშენებლობაა, არ ვენდობი!

 

-“ ქართული ოცნება“  პაატა ბურჭულაძეს სააკაშვილის სატელიტსა და პროექტს  უწოდებს. სინამდვილეში ვინ არის იგი,  დამოუკიდებელი სუბიექტი თუ პუტინის სატელიტი და პროექტი?

 

-არა მგონია ბურჭულაძე სააკაშვილის სატელიტი იყოს. თუ სატელიტია, მაშინ სააკაშვილმა “გადაადგო“  ნაციონალური მოძრაობა,  რადგან მისმა  ელექტორატმა პაატას უნდა მისცეს ხმა? ან შუაზე გაიყოს ნაციოანალური  მოძრაობის ელექტორატი? ასე ხომ, ერთი ვერ გაძლიერდება და მეორე დასუსტდება, რაც ყველაზე წამგებიანი სვლა იქნება სააკაშვილისთვის?!

 

სანამ პაატას პროგრამას არ წავიკითხავ, ვერ ვიტყვი პუტინისაა თუ არა. შემდეგ მეცოდინება როგორ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, დიპლომაატიით, აბაშიძე-კარასინის ანეკდოტად ქცეული ფორმატის გაუქმებით თუ დიალოგით...

                                                                                 ესაუბრა ია ჯღარკავა