Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (5)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
17-05-2016, 16:54
ნანახია: 5193

ანი დარსალია: თბილისის მერს აშკარად არ მოეწონა ჩვენი სხდომაზე ხილვა

   თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის მოხსენებას არასამთავრობოებიც დაესწრნენ, მათ შორის იყო "გაერთიანებული საზოგადოება", რომლის ლიდერი ანი დარსალია აცხადებს, რომ ეს სხდომა უფრო სარეკლამო ხასიათის იყო და კითხვებზე პასუხი ვერ გასცა ნარმანიამ.

შეხვედრის შემდეგ "გაერთიანებულ საზოგადოებას" ისევ პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა.

 

   -"ზოგადად ეს შეხვდრა გულისხმობდა საზოგადოების ინფორმირებას რეალურად აქტუალურ თემებზე, რომელიც ეხება თბილისს და მის მოსახლეობას.თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს რიგგარეშე სხდომა წარმოადგენდა ერთგვარ სარეკლამო ხასიათის გამოსვლას, რომელიც ამ წლების განვალობაში აკლდა თბილისის მუნიციპალიტეტს. ჩვენი არასამთავრობო ჩაწერილი იყო შეხვედრაზე და რეალურად უნდა მისცემოდა საშუალება დაესვა კითხვები მერიის ტენდერის შესახებ, კერძოდ ნარჩენების გადამამაუშავებელი ქარხნის შერჩევასთან დაკავშირებით,თუმცა საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ორ არასამთავრობოს მიეცა კითხვის დასმის უფლება ,რომელებიც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია!

 

    ჩვენ წავაწყდით სამწუხარო რეალობას, დამოუკიდებელ არასამთავრობოს, რომელიც დაინტერესებულია თბილისისთვის მეტად მნიშვნელოვანი თემით ვიდრე დედაქალაქის გამწვანებაა.საქმე ეხება როგორც სოციალურ ისე ეკონომიკურ თემებს და საზოგადობრივ ინტერესებს.თუმცა ბოლო პერიოდში თბილისის ადგილობრივი თვითვართველობა ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ საკითხებზე,რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია დედაქალაქის მოსახლეობისთვის ,ისინი იღებენ და პასუხს სცემენ ისეთ შეკითხვებს რომლებზეც პასუხები წინასწარ აქვთ მომზადებული.

 

   არ შემიძლია არ აღვნიშნო საკურებულოს წევრების მდაბიო დამოკიდებულება კირტიკული აზრის მიმართ,მათ აქვთ თმენის ვალდებულება თუმცა დღეს ჩვენ ვიხილეთ პატარა ცირკი მათი მხრიდან. თბილისის მერს აშკარად არ მოეწონა ჩვენი სხდომაზე ხილვა და არ მოგვცეს საშუალება დაგვესვა კითხვები, თბილისის მერია ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ცდილობს მიჩქმალოს მიკერძოებული ტენდერის პასუხები და ჩვენ ვხედავთ, რომ მუნიციპალიტეტს ამ კონკრეტულ თემაზე არ აქვს პასუხები.კითხვების არსი მდგომარეობს შემდეგში:

   1)რატომ არჩია 200სამუშაო ადგილი 1500 სამუშაო ადგილს ქალაქის მერიამ?

   2)რატომ დააკარგვინა 600 მლნ ევრო თბილისს? ამ კითხვებზე პასუხი მერიას არ აქვს და აქედან გამაომდინარე შეგნებულად შეგვეზღუდა კითხვის დასმის უფლება!!!-გვითხრა დარსალიამ.