Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
18-05-2016, 16:11
ნანახია: 652

ნუკრი მიხანაშვილი: რატომ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა?

ხშირად ისმის კითხვა - ევროპულია თუ არა ქართული კულტურა?


ცხადია, არა. იგი არ განეკუთვნება არც დასავლურ, არც აღმოსავლურ კულტურათა რიცხვს. "ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა ეწოდება, არითმეტიკულ საშუალოს წარმოადგენს ელლენურ-ბიზანტიურსა და სპარსულ-აღმოსავლურ ექსტრემებს შორის" - კონსტანტინე გამსახურდია.



ევროპული კულტურა, რომის ეკლესიის ძალისხმევით (რომაული სამართლის და ბერძნული ფილოსოფიის საფუძველზე) ბარბაროსებმა შექმნეს. ქართული კულტურა, ქრისტიანობის განვითარებამდე, ეკლესიის გარეშე, ძველმა კოლხებმა და იბერიელებმა შექმნეს. დასავლეთში ქრისტიანობის შემოტანას, ბარბაროსები დახვდნენ. საქართველოში ქრისტიანობის შემოტანას განვითარებული ქართული ცივილიზაცია დახვდა - ენა, დამწერლობა, სწავლება-მეცნიერება, ტექნოლოგიები.


ქართული კულტურა მხოლოდ გამდიდრდა სახარებისეული სწავლებით. ევროპული კულტურა კი მთლიანად ქრისტიანობის პროდუქტია - ე.ი. იქ ეკლესია ცივილიზაციის დამბადებელია.


საქართველოში ქრისტიანულ კულტურასთან შერწყმის პროცესი მე-9-10 საუკუნეებში ხდება. ევროპაში კი ამ დროს ცივილიზაციის დაბადება ხდება, რამაც მხოლოდ 5 საუკუნის შემდეგ გამოიღო განვითარების ნაყოფი, როცა საზოგადოება ბიბლიის სწავლებიდან მეცნიერების სწავლებაზე გადავიდა.


ამგვარად, სრულიად განსხვავებული წარსული და საფუძვლები გააჩნია ქართულ და ევროპულ ცივილიზაციებს. მსოფლიო კი იცვლება და ვითარდება...


და შემდეგ რა ხდება?!


შემდეგ, საქართველოში ხანგრძლივი დროით ეკლესიური კულტი მკვიდრდება და ძლიერდება. ცოდნა დოგმებით შეიბოჭა, ქართული ცივილიზაციის განვითარება შეჩერდა. ევროპაში კი მე-15 საუკუნიდან უკვე დექრისტიანიზაციის და სეკულარიზაციის პროცესი იწყება, რასაც მოყვა კაპიტალიზმის დაბადება. ქრისტიანულმა მსოფლმხედველობამ ლიბერალური შინაარსი შეიძინა და რელიგიური დოგმები კაპიტალისტურმა იდეებმა ჩაანაცვლა. ქართული კაპიტალიზმი კი არც შექმნილა და არც განვითარებულა. ჩვენთვის კაპიტალიზმი უცხოა. ქართველთა ძირითადი ნაწილი (95%) მატერიალისტურ-კაპიტალისტურ ცივილიზაციას ვერ ერგება, ვერ ეგუება და აგრძელებს პირველყოფილი ეკლესიური კულტურით ცხოვრებას, სინამდვილეში კი პრიმიტიულ წარმართულ ცხოვრებას, ძველი ხალხური ღვთისმოსაობით.

შემდეგ რა მოხდება?!


ალბათ დაიწყება უკუპროცესი. ფილოსოფოსთა აზრით, ცივილიზაციის ცენტრი შეიცვლება და ის გადაინაცვლებს ადამიანის დაბადების ადგიზე, და ეს შეიძლება იყოს აფრიკა. ბენედიქტ მე-16-ემ აფრიკას იმედის კონტინენტი უწოდა - „იქ შენარჩუნებულია ბავშვურობა, რწმენის ბავშვურად, გულით მიღება“...


ყველა ვარიანტში, გაიმარჯვებს რაციონალიზმი. და რაციონალური იქნება ან რწმენა ან ურწმუნოება (უფრო კი - ან რელიგია, ან ტექნოლოგიები). გამარჯვებული აღმოჩნდება ის კულტურა, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებს სულიერებას და მატერიალიზმს შორის. არჩევანი ყოველთვისაა - ვიღაცას მღვდელი მოსწონს, ვიღაცას მღვდლის ცოლი. და თუ ეს ასეა, ქართველებსაც გვაქვს შანსი, რომ ვიქნებით გამარჯვებული.

ოღონდ, პრიმიტიული წარმართობიდან, ჯერ ქრისტიანობაში უნდა „გადავინაცვლოთ“, და შემდეგ, როგორმე - რაციონალური აზროვნებაც შევძლოთ.