ნინო ბურჯანაძეც ალაპარაკდა!

ნინო ბურჯანაძეც ალაპარაკდა!

დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაზე გაზეთ ,,ახალ თაობასთან" საუბრისას 2007 წლის 7 ნოემბრის ზოგიერთ დეტალს ახმაურებს.

 

მისი თქმით, რომ არა მისი ძალისხმევა, შესაძლოა, 7 ნოემბრის ბევრი მონაწილე დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო, მათ შორის კობა დავითაშვილი, რომელიც იმ აქციის აქტიური მონაწილე გახლდათ.

 

,,არ იყო გამორიცხული, რომ პარლამენტს მოწოლილი ადამიანებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, გამეღო პარლამენტის კარი და შემეშვა დაზარალებული ადამიანები. არავინ საუბრობს იმაზე, რომ მოვლენა, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო, არ გადაიზარდა მასობრივ სისხლისღვრაში, ჩემი უშუალო ჩარევითა და აქტიურობით აღიკვეთა", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

 

ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის მზადაა მონაწილეობა მიიღოს ყველა ტიპის საგამოძიებო პროცესში და ითანამშრომლოს პროკურატურასთან.

 

,,მაქვს კიდევ რამდენიმე ტიპის დახურული ინფორმაცია, რომელიც შესაბამის რეჟიმში მიეწოდებათ საგამოძიებო ორგანოებს. რაც იცის საზოგადოებამ და რის დამალვასაც ცდილობენ ჩემი პოლოტიკური ოპონენტები, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ბევრ რამეს მოეფინოს ნათელი",  - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

საინტერესოა, პროკურატურასთან თანამშრომლობის პერიოდში ქალბატონი ნინო თუ ისაუბრებს იმ შეცდომებზე, რომელიც მისი პარლამენტოს თავმჯდომარეობისას იქნა დაშვებული და იმ უმოქმედობებზეც, რომელსაც ადვილად შეიძლება დანაშაულის კვალიფიკაციაც კი მიეცეს!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: