Iverioni
«    მარტი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
23-05-2016, 10:33
ნანახია: 4262

გია ხუხაშვილი: მეჭიაურის  კოღუაშვილით ჩანაცვლება ცუდი სიმპტომია!

-ბატონო გია, როგორ შეაფასებთ მეჭიაურის გადაწყვეტილებას  “ქართული ოცნებიდან“ წამოსვლისა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, რომელსაც, მისი დიდი სურვილით, ლევან ვასაძემ უნდა ულიდეროს? რუსული გავლენა ხომ არ გაძლიერდება ამ პარტიაში?

 

-მას აქვს პარტიის დაფუძნების უფლება. ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებაში“ უფრო მნიშვნელოვანისხვა საკითხია - ერთდღეს მეჭიაურს რომ უშვებს  გუნდიდან და მეორე დღეს კოღუაშვილს იღებს, ეს ძალიან ცუდი სიმპტომია!

 

 პარტია 4 წლის შემდეგ ფინიშამდე ავად თუ კარგად მივიდა და მეჭიაურს, რომელიც ისე იბრძოდა, როგორც ესმოდა, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, თუმცა თავისი პარტიის ერთგული იყო, უშვებს  და უცნაურ კოღუაშვილს იღებს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ და მწვავედ აკრიტიკებს მეჭიაურსაც  და თოფაძესაც, რომელიც, საერთოდ, რა შუაში იყო, არ მესმის, და მერაბიშვილსა და უგულავას  ნოსტალგიურად ახსენებს, საოცარი არ არის?

 მეჭიაურის ვასაძესთან ურთიერთობის შესახებ, ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი.

 

                              ესაუბრა ია ჯღარკავა