ფილმის "სიყვარული აქცენტით" შემოქმედებითი ჯგუფის პრესკონფერენცია

ფილმის "სიყვარული აქცენტით" შემოქმედებითი ჯგუფის პრესკონფერენცია

რუსული კინოს ფესტივალის ფაგლებში ნაჩვენები  იქნება  ქართულ-რუსული ფილმი "სიყვარული აქცენტით". ფილმში როგორც ქართველი, ასევე რუსი მსახიობები მონაწილეობენ.  ეს ფილმი უკვე დიდი ხანია გადის საქართველოს კინოთეატრებში, მაგრამ მისი შემოქმედებითი ჯგუფი მხოლოდ ახლა ჩამოვიდა საქართველოში.

ზემოხსენებული ფილმის შესახებ დღეს, "რია-ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება . 

 

პრესკონფერენციას რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, მსახიობები ნადეჟდა მიხალკოვა, ანა მიხალკოვა, დუტა სხირტლაძე, ასევე პროდიუსერები არჩილ გელოვანი და იგორ მიშინი ჩაატარებენ. 

ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე დავით ევგენიძემ, გია ყანჩელმა, იგორ ბუტმანმა, ლეონიდ აგუტინმა, ანჟელიკა ვარუმმა, ასევე რუსმა მომღერალმა ელკამ იმუშავეს. ფილმი მსუბუქი კომედიის ჟანრისაა, სადაც არც ერთი სიტყვა არ არის პოლიტიკაზე. ფილმში სრულიად სხვადასხვა ადამიანის რომანტიკული თავგადასავლებია ასახული.

 

ფილმს ჩვენება რუსული კინოს ფესტივალის ფარგლებში, დღეს, კინოთეატრ "რუსთაველში", 19:00 საათზე გაიმართება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: