Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
10-06-2016, 14:21
ნანახია: 703

რატომ გაჭიანურდა ვიზალიბერალიზაცია?!

გერმანული გამოცემა „ველტის’’ ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა დახურულ კარს მიღმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადადების მიზეზი ქვეყანაში ორგანიზებული დანაშაულის მაღალი დონეა.

 

ამ დასკვნის გასაკეთებლად ევროპელ ჩინოსნებს დიდი ტვინის ჭყლეტა არ დასჭირდებოდათ. ჯერ კიდევ „ნაციონალთა“ მმართველობის დროიდან მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი, შერბილებული თუ გამკაცრებული პირობებით.


მკაცრი პირობები რაც არის, მთელმა მოსახლეობამ იწვნია თავის თავზე და მასზე წარმოდგენა ყველას აქვს, აი შერბილებული ფორმა კი ამ არაადამიანური პრინციპისა სწორედ ის მიზეზია, რაც პოლიტიკოსების ნაცვლად ხალხს მოხვდა ევროპელთაგან ვიზალიბერალიზაციაზიის დროში გაწელვით.

 როგორც ნაცმმართველობის დროს, ასევე დღესაც ხდება კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული პირების არა დანაშაულისთვის გასამართლება და დამსახურებული სასჯელის მოსახდელად პენიტენციალურ სისტემაში მოთავსება, არამედ, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით მათი გაძევება ქვეყნიდან საზღვარზე გადაცილებითა და გაშვებით (ჯიბის ფულსაც კი აძლევენ რამოდენიმე ასეულ დოლარს).

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სამართალდამცავი სისტემის უსუსურობასა და არაპროფესიონალიზმზე რაც ნოყიერ ნიადაგს უქმნის კორუფციას ამ სისტემაში.

ჭეშმარიტად ღირსეული მემკვიდრენი მერაბიშვილის მიერ დამკვიდრებული მახინჯი წესისა დღესაც ისევე და იმავე მეთოდით იშორებენ თავის ტკივილს, როგორც იმ ავადსახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში. სრული უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ე.წ. „ქურდული საერთოდან’’ დღესაც იკვებებიან მავანნი და საკმაოდ ნოყიeრადაც. არც აინტერესებთ თუ რა თავის ტკივილს გაუჩენს გაძევებული კრიმინალი სხვა ქვეყნის მოსახლეობას.

ბოლოს კი აღსანიშნავია, რომ სამართალზე უარის თქმაა ყველაფრის მიზეზი და ბინძური კადრების დაწინაურება თუ ადგილზე დატოვება. ხელისუფლების უსუსურობაზევე მეტყველებს „წარსულში 2004-12 წლებში ჩადენილი წამებისა და არა ადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ ანგარიშის’’ პომპეზური პრეზენტაცია. დიდის ამბით გვამცნეს - კანონის გამკაცრებაზე ვმუშაობთო, თითქოსდა აქამდე კანონს შესაძლებლად მკაცრად იყენებდნენ. როგორც ყოველთვის არჩევნების მოახლოებამ განაპირობა ეს ფსევდოაქტიურობაც.

ასე რომ, ეს უარი ევროპამ საქართველოს მოსახლეობას ძველ და ახალ ხელისუფალთა დამსახურებით მიართვა. იმედია, ხალხი ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს მისაგებელს არჩევნებზე.

ჯემალ გუნდიშვილი,

„სახალხო პარტიის“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე