Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (11)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
23-06-2016, 10:58
ნანახია: 5215

თემურ შაშიაშვილი: იქნებ ჩვენ უფრო გვებრძვის ბატონი ივანიშვილი!

„იყო პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, როცა ე.წ. „კარვის ქალებმა “ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა პირველი პრეზიდენტის, ავტორიტეტსაც და ქვეყანასაც, სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, გაჩნდა ახალი ფენომენი - ე,წ, „ფეისბუქის ქალები“, აქა იქ კი მამაკაცებიც, რომელთა ქმედებაც არსით იგივეა: საკმარისია, ოდნავ კრიტიკული გამოთქმა გამოიყენო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, მყისვე დაგესხმიან თავს, გამოგაცხადებენ ქვეყნის მოღალატედ და ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლად, - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

„ეს ბრმად ტაშის დამკვრელები და ქამელეონები, საკუთარ თავს ბიძინა ივანიშვილის მეგობრებად მიიჩნევენ. მე კი ვფიქრობ, რომ ბატონ ბიძინას უფრო დიდი მტრები არ ჰყავს, ვიდრე ეს ხალხია“.

მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში, ნებისმიერი რანგის ხელისუფალისთვის ოქროს ფონდია კრიტიკულად განწყობილი კეთილმოსურნე ადამიანები. ხელისუფალი, რომელიც ამას უარყოფს, საკუთარ თავს და ქვეყანას მტრობს!

„იქნებ ჩვენ უფრო გვებრძვის ბატონი ივანიშვილი. გავიხსენოთ, სამი წლის წინ თქვა: ვინც კარგი იყო, პარლამენტში შევიყვანეთ და თანამდებობებზე დავნიშნეთ და ვინც გარეთ დარჩით, არავინ არ ვარგიხართო.

მაშინ ჩვენ გავჩუმდით. მერე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველა არასწორად ყოფილა შერჩეული. თავიდანვე დანაშაულად ვთვლიდი მარგველაშვილის, „თავისუფლების ინსტიტუტის“, „სოროსის ფონდის“ და „ენ-დი-აი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, სათავეებთან მყოფი პიროვნების პრეზიდენტად არჩევისათვის თავის გადადებას. მაშინ მე მივმართე ივანიშვილს. დღეს რომ გვეუბნება, პრეზიდენტი არ ვარგაო, მაშინ მტრები ვიყავით?!

მტრები ვართ, დღეს, როცა ვამტკიცებთ, რომ იმ ფულით, რომელიც ბიუჯეტშია, მინიმუმ ხუთჯერ მეტის გაკეთება შეიძლება, ვიდრე კეთდება?! ჩვენ ვიყავით გულწრფელები, პატიოსნები საქართველოსთან და არ ვიყავით მონური ფსიქოლოგიით, რომ ის გველაპარაკა, რაც ვინმეს მოეწონებოდა“.