ნასყიდა დარბუაშვილი: როგორ „დავიჭიროთ“ ლარი და როგორ ავიცილოთ ეკონომიკური კრიზისი?!

ნასყიდა დარბუაშვილი: როგორ „დავიჭიროთ“ ლარი და როგორ ავიცილოთ ეკონომიკური კრიზისი?!

ბოლო ერთი თვეა ლარს „სასწაულები“  ჭირს. ყველგან: პრესაში, ტელეარხებზე, ქუჩაში ადამიანები ერთი და იგივე კითხვას სვამენ: „რა ემართება ლარს“? 

აშკარად გაკვირვებული და დაბნეულები არიან მთავრობის წევრებიც, ამიტომაცაა, რომ ლარის კურსის ბოლო პერიოდის ვარდნას ხან რას აბრალებენ და ხან რას - ზოგი მთავრობის წევრს იმდენი ფანტაზიაც კი აღმოაჩნდა, რომ ლარის კურსის ვარდნა დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს დააბრალა.

თუ ეს „მართალი აღმოჩნდა“ და საქართველოს მთავრობის წევრები უფრო მეტად დააკვირდებიან და უკეთეს ანალიზს გაუკეთებენ ლარის კურსის თამაშს,  მომავალში მთელი მსოფლიოს მაშტაბით მიწისძვრებს, წყალდიდობებს და სხვა პოლიტიკურ და ბუნებრივ კატაკლიზმების პროგნოზირებასაც შეძლებენ (ამ ყველაფერზე ადამიანი კარგად გაერთობოდა, სატირლად რომ არ გვქონდეს საქმე).

მთავრობა როგორც კი ელემენტარული ეკონომიკური პრობლემები წარმოიშვება ყველაფერს უცხოეთში მომხდარ მოვლენებს აბრალებს. მსოფლიო დიდია - ბუნებრივია, ყოველ დღე რაღაც ხდება, რაღაც იცვლება, როცა ღია ეკონომიკა გვაქვს, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს ცალსახად ნათელია, მაგრამ რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება საგარეო საფრთხეების დასაძლევად და გასანეიტრალებლად?

არაფერს, გარდა უაზრო განცხადებებისა და  საკუთარი ხელფასებისა და პრემიების გადაანგარიშებისა და გაზრდისა!

მდინარე, რომელიც უცხოეთიდან შემოდის უცხოეთში თუ ადიდდა და აქ დაგვანგრია, თურმე არაფერი არ  უნდა გავაკეთოთ, თურმე, განცხადების გარდა: მდინარე უცხოეთში ადიდდა და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთო. ამ დროს ნორმალური ხელისუფალი უამრავ პრევენციულ და პოსტფაქტუმ ზომებს მიმართავს წარმოშობილი პრობლემების დასაძლევად და გასანეიტრალებლად.   

მთავრობის „ქომაგი“ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უცხოელმა ინვესტორებმა 800 მილიონი დოლარი მოგება გაიტანეს და ამან გამოიწვია დოლარზე მოთხოვნის გაზრდა და ლარის გაუფასურებაო.

ოთხი წლის წინ  უცხოური ინვისტიციები შევისწავლე და გავაანალიზე.

საკითხის შესწავლით დავადგინე, რომ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში ერთხელ შემოდის აქვს ერთჯერადი დადებითი ეფექტი, ხოლო, შემდეგ თითოეულ მათგანს ყოველწლიურად სოლიდური მოგება გააქვს და მუდმივად მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს ლარის დევალვაციაზე და მთლიანათ ეკონომიკაზე.

ყოველწლიურად უცხოური ინვისტიციები იზრდება და მათი უარყოფითი მოქმედება ლარის კურსზე და ეკონომიკაზე კატასტროფულად იზრდება.

ინვისტიციების გამოკვლევის შედეგად მივედი იმ დასკვნამდე რომ სჯობს ინვისტიციების ნაცვლად მოვიზიდოთ და ეკონომიკის რეალური სექტორი განვავითაროთ უცხოური კრედიტებით. უცხოური კრედიტები ყოველმხრივ უფრო უკეთესია, ვიდრე უცხოური ინვისტიციები. უცხოური კრედიტების შემოსვლა  დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე, ხოლო, უარყოფითი მოქმედება უცხოური კრედიტის გასტუმრებასთან ერთად მთავრდება!

კვლევის მასალები სხვადასხვა საშუალებებით  გამოვაქვეყნე, ტელევიზიაშიც გვქონდა ამაზე საუბრები. ამ საკითხებზე პრემიერთან ვითხოვე შეხვედრა, კატეგორიული უარი მივიღე, დატოვეთ და თუ საჭირო გახდა, ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებითო  (მაშინ მიღებაზე ჩამწერეთ მეთქი მოვითქოვე. არა აქვს მიღების საათებიო მომახსენეს). აბსოლუტურად ანალოგიური მდგომარეობაში ავღმოჩნდი  ეკონომიკის პროფილის სამინისტროებში და პარლამენტშიც.

მას შემდეგ 3 წელი გავიდა, დღეს კი „მთავრობის ექსპერტები“ გვიმტკიცებენ, რომ უცხოელ ინვესტორებს დიდი რაოდენობის მოგება გააქვთ და თურმე, ამან იმოქმედა ლარის კურსის ვარდნაზეო!

როგორც ჩანს სებ-ში ან ვერ იგებენ რა ხდება, ან იმის თქმა არ უნდათ, რაც ხდება. ეგრეთწოდებული ექსპერტები    ათასგვარ  ვერსიას იხილავენ. ზოგი ფინანსთა სამინისტროს აბრალებს არსებულ მდგომარეობას, ზოგი ეკონომიკიკური მდგომარეობის გაუარესებას, ზოგი ინვისტიციების შემცირებას, ზოგი ექსპორტის გაუარესებას და კიდევ ათას რამეს.

შემთხვევითი არ არის ასეთი დაბნეულობა და აზრთა სხვაობა, არსაიდან მოულოდნელად ლარმა სასწაული „თამაში“ დაიწყო, ჯერ სწრაფად გამყარდა, შემდეგ კი სწრაფი გაუფასურება მოხდა. თითქოს ამისი არანაირ მიზეზი არ არსებობდა. ერთი შეხედვით ლარის ასეთი თამაში საკვირველია და  მოწმენდილ ცაზე  მოულოდნელად ატეხილ ჭექაქუხილს ჰგავს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით!

ერთი თვე ვადევნებდი ათას სისულელეს და უაზრობას ლარი კურსთან დაკავშირებით. დროის სიმცირის გამო საკმარისი ინფორმაცია ვერ მოვაგროვე, თუმცა, რა მონაცემებიც ჩამივარდა ხელში,  ზედაპირული ანალიზიც კი საკმარისია იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ახლად მოსულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ახალი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა დაიწყო რეფინანსირების სესხების თანდათანობით შემცირებამ ლარზე რეაგირება მოახდინა და დაიწყო გამყარება. თუმცა, შემდგომ ვითარება გართულდა  ეროვნულ ბანკმა სწრაფი ტემპებით დაიწყო რეფინანსირების თანხების ბრუნვიდან ამოღება. რამაც სწრაფი ტემპებით დაიწყო გამყარება (რაც დაუშვებელია) და ეროვნული ბანკის ახალი ხემძღვანელობის პირველი დიდი შეცდომა იყო. 

შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ სებ-მა არ გათვალა და დროში არ გაწერა ლარის გამყარების პროცესი და დაუშვა სწრაფი გამყარება.

ბუნებრივია, ეროვნული ვალუტის როგორც სწრაფი ვარდნა ისე სწრაფი გამყარება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე.

სწრაფი გაუფასურების დროს ეკონომიკაში უამრავი ეკონომიკური ფაქტორი ცვლილებას განიცდის. მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მცირე დროში ხდება, ეკონომიკაში მოქმედ უამრავ ფაქტორთა გადაწყობის გამო, ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

ახალ ცვალებად გარემოში გაურკვევლობის გამო, ეკონომიკური ვითარების დასტაბილურებამდე ბიზნეს-სუბიექტები მკვეთრად ამცირებენ თავიანთ აქტივობებს, ზოგი ვისაც ამის საშუალება აქვს, საერთოდ აჩერებს საქმიანობას. ხდება ეკონომიკური ვარდნა და ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესება. ეს ყველაფერი მძიმედ და უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე. ერთის მხრივ მკვეთრად უმცირდებათ შემოსავლები და  ღარიბდებიან, მეორეს მხრივ ფასების გაძვირების გამო მკვეთრად ეზრდებათ ხარჯები.

სრულიად განსხვავებული ვითარება გვექნებოდა ეროვნული ვალუტის დევალვაცია თუ მოხდება ხანგრძლივ დროში - მაგალითად ერთ წელიწადში ასეთ შემთხვევაში ბიზნეს გარემო ნელი ტემპით იცვლება და ბიზნესი ადაპტირებას ასწრებს შეცვლილ გარემოსთან და მძიმე შედეგები ეკონომიკაში არ დგება - ეკონომიკა მინიმალური ძალისხმევით და დანაკარგებით ახერხებს კრიზისის დაძლევას.

ერთი სიტყვით ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება ქვეყანაში იწვევს „ეკონომიკურ ქაოსს“ და ეს ქაოსი გრძელდება ხანგრძლივი პერიოდით მანამ, სანამ არ მოხდება ეკონომიკის ახალ ნიშნულებზე დასტაბილურება.

განსხვავებული, მაგრამ ლოგიკურად ზუსტად ანალოგიური პროცესები ხდება ლარის გამყარების დროსაც. თუ ეკონომიკა მყარ სტატიკურ მდგომარეობაშია - ეროვნული ვალუტის სწრაფ გაუფასურებას ეკონომიკა „სტატიკური“ მდგომარეობიდან გადაჰყავს „ეკონომიკურ ქაოსში“.

მოყვანილი ანალიზი ცალსახად აჩვენებს რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა განაპირობებს ეკონომიკაში სტაბილურ მდგომარეობას.

შეიძლება ლარის კურსი  დაუბრუნდეს თავის საწყის ნიშნულს, მაგრამ ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებები აღარასოდეს დაუბრუნდება ცვლილებების დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას!

როგორც უკვე ავღნიშნე, სტატისტიკური მასალის მოგროვება დროის სიმცირის გამო ვერ შევძელი, თუმცა რისი შეგროვებაც მოვახერხე. ამ მასალის გაანალიზებამ და შესწავლამ გაუგონარ შედეგებზე გამიყვანა.

დიდი ხანია ეკონომიკურ პრობლემებს ვიკვლევ, (სწორედ ამ კვლვლევებზე ვამზადებ წიგნს) რამდენიმე თვის წინ, სავალუტო გაცვლების და მათი ეკონომიკაზე მოქმედების კვლევის დროს, სავალუტო გაცვლებში აღმოვაჩინე საოცარი ეფექტი, მე მას  „სავალუტო გაცვლებში ექვივალენტობის ეფექტი“ უწოდე.

აღმოჩნდა, რომ როცა ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს, ყოველ ნაყიდ დოლარზე ექვივალენტობის ეფექტიდან გამომდინარე, ბრუნვაში შეაქვს 4,5 ლარი ანუ:


ექვივალენტობის ეფექტი = უცხოური ვალუტა X ვალუტის კურსზე X2.

ექვივალენტობის ეფექტში რომ გავერკვეთ განვიხილოთ პრაქტიკული შემთხვევები.

დავუშვათ, უცხოელ ინვესტორს ქვეყნიდან გააქვს მოგება მაგალითად 10 მილიონი დოლარი. 10 მილიონ დოლარს სავალუტო ბაზარზე ყიდულობს, მაშინ, სავალუტო ბაზარზე არსებული ბალანსის პირობებში დოლარის მასა შემცირდება 10 მილიონი დოლარით. ექვივალენტურად ეს ტოლია დაახლოებით 23 მილიონი ლარის (ბალანსი დაირღვევა). სავალუტო ბაზარზე უცვლელი ლარის მასის პირობებში 10 მილიონით შემცირდა უცხოური ვალუტა, ეროვნული ვალუტის კურსი დაიწყებს ვარდნას მანამ, სანამ არ აღდგება  დარღვეული ბალანსი.

ახლა ვნახოთ რა მოხდება, როცა იგივე 10 მილიონს ეროვნული ბანკი ყიდულობს და ბაზრიდან ამოაქვს. ასეთ შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე დოლარის მასა მცირდება 10 მილიონი დოლარით, ამავე დროს ლარის მასა იზრდება დაახლოვებით 23 მლიონი ლარით (მიაქციეთ ყურადღება წინა შემთხვევაში ლარის მასა არ გაზრდილა).

ექვივალენტობის ეფექტიდან გამომდინარე, ლარის მასის ექვივალენტური ზრდა ტოლია 46 მილიონი ლარისა, ანუ ორჯერ მეტია ვიდრე წინა შემთხვევაში იგივე 10 მილიონის დოლარის ბაზრიდან ამორების დროს.

იგივე  ექვივალენტობის ეფექტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული 10 მილიონი დოლარი, ექვივალენტურად ტოლია 20 მილიონი დოლარის ბრუნვიდან ამოღებისა ლარის მასის მუდმივობის პირობებში!

მეორე შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე ბალანსი კვლავ ირღვევა, ლარი ვარდნას იწყებს მანამ, სანამ ვალუტის ფასით არ აღდგება ბალანსი, მაგრამ ძნელი დასადგენი არ არის, რომ პირველ შემთხვევასთან შედარებით 2 ჯერ სწრაფად გაიაფდება და 2 ჯერ მეტად დაეცემა ეროვნული ვალუტა!..

ანალოგიურ ექვივალენტურ ეფექტებთან გვაქვს საქმე, როცა პირიქით დოლარს ვყიდით, ანუ, როცა სებ-ი დოლარს ყიდის და ამცირებს ლარის მასას, ექვივალენტური ეფექტი ორჯერ მეტია, ვიდრე ლარის ბრუნვიდან ამოღების დროს.!

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 15 მარტიდან 10 ივნისამდე სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 260 მილიონი დოლარი შეისყიდა, საიდანაც 180 მილიონ დოლარზე მეტი 10 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდში (ერთ თვეში). ამავე პერიოდში სებ-ს 1 დოლარიც კი არ გაუყიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ სებ-ს მცდელობაც კი არ ქონია სავალუტო ბაზარზე ვითარების დასასტაბილურებლად.

ექვივალენტურ ეფექტებს თუ დავითვლით სებ-მა 3 თვეში 260 მილიონი დოლარი ამოიღო, რაც ექვივალენტურად იგივეა რომ სებს ბრუნვაში შეეტანა 1,2 მლრდ. ლარი. იმავე პერიოდში სებ-მა რეფინანსირება შეამცირა 300 მილიონი ლარით.

მარტივი მათემატიკით ყველა ეფექტისა და მოქმედებების დათვლის შემდეგ სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგი იგივეა, რაც 3 თვეში 900 მილიონი ლარით გაგვეზარდა ლარის მასა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ზრდა თითქმის მთლიანად 10 მაისიდან 10 ივნისამდე მოხდა.  ყველაფერი მარტივად დასათვლელია, სარკესავით ნათლად ჩანს რაც მოხდა.

სტატისტიკის ემპირიული კვლევაც ადასტურებს, რომ სხვა  არაფერი ისეთი არ მომხდარა რასაც შეიძლებოდა ლარის ამხელა რყევები გამოწვია - რომელიმე კომპანიის მხრიდან დოლარზე დიდი მოთხოვნა რომ გაჩენილიყო, სებ-ს დოლარი კი არ უნდა შეესყიდა პირიქით უნდა გაეყიდა. თუ პირიქით გააკეთა (რაც არ ჩანს), მაშინ სებ-ი დანაშაულებრივ პოლიტიკას ატარებს და საბოტაჟს ეწევა!

წლის დასაწყისიდან სამ თვეში სავალუტო ბაზარზე დოლარის მიწოდებამ მოთხოვნილებას დაახლოებით 130 მილიონი დოლარით გადააჭარბა.

სებ-ს სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა რომ შეენარჩუნებინა უნდა შეესყიდა 80-100 მილიონი დოლარი, შეისყიდა 260 მილიონი დოლარი (2,5-3 ჯერ მეტი). რაც მთავარია, უარყოფითი ეფექტები ბევრად გააძლიერა სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის დიდმა ტემპებმა.

ყველაფერი მოხდა ძალიან მცირე დროში და ეს გამოიწვია  სავალუტო ბაზარზე შექმნილმა პანიკამ და აქედან გამომდინარე აჟიოტაჟურმა მოთხოვნამ.

ჯერ კიდევ შეიძლება ვითარების გამოსწორება და დასტაბილურება სანამ არ მომხდარა “ეკონომიკური ქაოსი“, ამისთვის სებ-მა შეძენილი დოლარის ნაწილი თანდათანობით უნდა გაყიდოს. იმედია, სებ-ის ახალი ხელმძღვანელობა მსგავს შეცდომებს, შემდგომში აღარ დაუშვებს.


ნასყიდა დარბუაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: